ლაპორტა: ჩავიმ პიკეს უთხრა, რომ გუნდის განახლებას აპირებდა

ლაპორტა: ჩავიმ პიკეს უთხრა, რომ გუნდის განახლებას აპირებდა

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის ლეგენდის, ჟერარ პიკერ მიერ კარიერის დასრულებაზე საუბრობს.

ჟერარ პიკეს მიერ კარიერის დასრულებას სპორტული მიზეზები ჰქონდა. სეზონის სტარტზე ჩავიმ მასთან საუბრის დროს თავისი პოზიცია მკაფიოდ და გულწრფელად დააფიქსირა. ჩავიმ პიკეს უთხრა, რომ მისი მიზანი გუნდის განახლება იყო.

პიკე "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალური მცველია. ის შესანიშნავი პიროვნებაა, რომელმაც სპორტული კარიერის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია.

ჟერარი სიმპათიებს იმსახურებს იმის გამოც, რომ კლუბზე ბევრს ფიქრობს და მისი ნაწილია.

პიკეს "ბარსელონას" გულშემატკივრობის დიდი ისტორიაც აქვს და ვფიქრობ, ის ჩვენ ყოველთვის დაგვეხმარება. მისი მადლობელი ვიქნები, რადგან ჟერარი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, "ბარსელონას" დაეხმაროს.

- განაცხადა ლაპორტამ EFE-სთან საუბრისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ნოემბერი 2022 18:38
    0
    მეგონა ახრჩობდა 😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2022 17:23
    0
    ციტატა: Moriba
    და ამდროს ბუსკეცს ეხვეწება დარჩიო😉

    ჩავი კიდევ დემბელეს ემუდარება არ მიგვატოვოო.
    ფანი [?]
    #1 16 ნოემბერი 2022 16:32
    1
    და ამდროს ბუსკეცს ეხვეწება დარჩიო😉