მინიმუმ 2.88 და მაქსიმუმ 5.4 მილიონი - ბარსასთვის სასურველი ფინალი ესპანეთი-ნიდერლანდებია

მინიმუმ 2.88 და მაქსიმუმ 5.4 მილიონი - ბარსასთვის სასურველი ფინალი ესპანეთი-ნიდერლანდებია

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 5 დღე რჩება. ევროპული გრანდები ამ ტურნირს ალბათ შიშით შეჰყურებენ, რადგან საკმაოდ დიდია შანსი, გუნდებს ფეხბურთელები ტრავმირებულები დაუბრუნდნენ. ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში ძალიან შემჭიდროებული კალენდარია.

თუმცა კლუბები FIFA-სგან მსოფლიო ჩემპიონატზე გაშვებული ფეხბურთელების სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

Relevo კომპენსაციის ოდენობას ასაჯაროებს: ჯგუფურ ეტაპზე თამაში 180 ათასი ევრო; 1/8-ფინალი 220 ათასი ევრო, 1/4-ფინალი 280 ათასი ევრო, ნახევარფინალი 320 ათასი ევრო და ფინალი 370 ათასი ევრო. კომპენსაცია გათვალისწინებულია ერთ ფეხბურთელზე და კლუბი მიიღებს იმ ეტაპის შესაბამის თანხას, რომლიდანაც ფეხბურთელი გამოვარდება. მაგალითად თუ "ბარსელონას" ფეხბურთელის გუნდი ფინალში ითამაშებს, ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბარსა" მიიღებს 370 ათას ევროს და ამ თანხას წინა ეტაპების კომპენსაცია არ დაემატება.

ვინაიდან "ბარსელონა" მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, კატალონიური კლუბი მინიმუმ 2.88 მილიონ ევროს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ფინალში ესპანეთი გავა და ნიდერლანდებს, ან საფრანგეთს დაუპირისპირდება, კატალონიური კლუბი მხოლოდ ფინალისთვის 3.3 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა "ბარსას" ესპანეთი-ნიდერლანდები ურჩევნია, რადგან ფინალში საფრანგეთის გასვლის შემთხვევაში "რეალ მადრიდის" ბიუჯეტიც საკმაოდ შეივსება.

მაქსიმუმი თანხა, რაც "ბარსამ" შეიძლება FIFA-სგან მიიღოს, 5.4 მილიონია. "რეალ მადრიდის" მაქსიმუმი 4.3 მილიონია, ხოლო მადრიდის "ატლეტიკოსი" - 3.6 მილიონი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 17 ნოემბერი 2022 14:16
    0
    ეეჰ ნეტა როდის იქნება საქართველოს სახელს რო ვახსენებთ ამ ტურნირზე და ყველა ერთად ვუგულშემატკივრებთ kissing_heart
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ნოემბერი 2022 15:44
    2
    არგენტინამ მოიგოს და ჯანდაბას ჩვენი 5,4 მილიონი, მაგისთანები უფანტია ბართუშას.
    Culé [?]
    #3 16 ნოემბერი 2022 00:56
    4
    ფინალი ისევ მესი-ნეიმარი მგონია როგორც კოპაზე....
    :::დდდ laughing და გამარჯვებულიც ისევ ლეო - როგორც კოპაზე..!!!!!
    joy joy joy
    === საფრანგეთი შეიძლება ნახ. ფინალიდან გამოაგდოს ბრაზილიამ, ესპანეთი კიდევ არგენტინამ ::დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ნოემბერი 2022 00:47
    1
    შანსი არაა რომელიმე ფინალში გავიდეს,ძაან არ მჯერა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2022 23:44
    2
    რეებზე ტილაობენ და რეებს ითვლიან 🤮🤮🤮🤮