პიკეს პრობლემები არ ელევა - კითხვები საგადასახადო ორგანოსგან

პიკეს პრობლემები არ ელევა - კითხვები საგადასახადო ორგანოსგან

ჟერარ პიკემ კარიერა კი დაასრულა, მაგრამ როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ის მედიისგან დასვენებას ვერ ეღირსება.

El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟერარ პიკესთან კითხვები საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს აქვთ. საქმე სავარაუდოდ ესპანეთის სუპერ თასის ორგანიზებისთვის მიღებულ თანხას ეხება.

პიკეს კომპანია Kosmos-მა ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში გამართვის ორგანიზებისთვის 11.9 მილიონი ევრო მიიღო. თავად პიკე აცხადებს, ყველა გადარიცხვა გამჭვირვალეა, მაგრამ თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, ასე არაა.

საგადასახადო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასაიდუმლოებულია სამი ანგარიშის ნომერი, რომლებზეც პიკეს კომპანიების სრულ ან ნაწილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიებიდან თანხებია გადარიცხული, თითო გადარიცხვა კი 3.4 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ გადარიცხვებთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს პიკესთან კითხვები აქვს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ნოემბერი 2022 15:51
    1
    ნეტა ესე მონდომებით ბართომეუს საქმეები საგმირო გამოგეძიათ, დარწმუნებული ვარ ბევრ ფულს მოატანინებდნენ უკან.
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2022 22:23
    6
    joy joy TV-პირველს გაჩუქებთ და ხელად გამოიძიებს შავ-ნოდარა!!! ::დდდ