ბარსელონა მომდევნო სეზონში 100 მილიონიან ზარალს ელის

ბარსელონა მომდევნო სეზონში 100 მილიონიან ზარალს ელის

"ბარსელონას" ფინანსურად წელში გამართვის საშუალება არა და არ ეძლევა. მომდევნო სეზონში გუნდი დაახლოებით 100 მილიონი ევროს ზარალს ელის, თუმცა ეს უკვე კლუბის ნებით მოხდება.

"სპოტიფაი კამპ ნოუ" რეაბილიტაციის გამო მომდევნო სეზონში დახურული იქნება. ამ დროის განმავლობაში "ბარსელონა" "მონჟუიკზე" ითამაშებს. ეს სტადიონი "კამპ ნოუსთან" შედარებით თითქმის ორჯერ პატარაა, გარდა ამისა "ბარსას" მის ქირაობაში ფულის გადახდა მოუწევს. Mundo Deportivo-ს ცნობით მომდევნო სეზონში სტადიონის შეცვლით გამოწვეული ზარალი დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება.

"ბარსელონა" გეგმავს, ეს ზარალი სპორტული ქალაქის მოწყობით აანაზღაუროს. მსგავსი გამოცდილება ჩოგბურთში ბარსელონას ღია პირველობაზე უკვე არსებობს. სპორტულ ქალაქში სპონსორები თავიანთ სტენდებს დადგამენ, ასევე იქნება მოწყობილი რეკრეაციული ზონა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ნოემბერი 2022 01:22
    0
    სამაგიეროდ გაიზრდება კამპ ნოუ და მერე იმატებს შემოსავლები;
    ისე 105 ათასიო და კაი 110 ან 115 რომ გახადონ რა დაშავდება?!
    ფანი [?]
    #2 15 ნოემბერი 2022 19:34
    7
    მგონი თარგმანია ცუდი.

    როგორც ვიცი საუბარია რომ სტადიონის დახურვით 100 მილიონის ზარალს ვნახავთ.

    მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ კლუბი ზარალზე გავა

    უბრალოდ თუ უნდა ქონოდა მოგება 220 მილიონი ეხლა 100 დააკლდება და გამოვა 120
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ნოემბერი 2022 17:35
    2
    ხოდა ამათ უნდათ მესის მოყვანა?