ბარსელონაში კმაყოფილები არიან, რომ ბალდე მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიდის

ბარსელონაში კმაყოფილები არიან, რომ ბალდე მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიდის

"ბარსელონა" კმაყოფილია იმით, რომ ლუის ენრიკემ ალეხანდრო ბალდე მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა. ამ ინფორმაციას ჟერარ რომერო ავრცელებს.

ესპანელი ჟურნალისტის ცნობით "ბარსელონაში" ფიქრობდნენ, რომ თუ ბალდე მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდოდა, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ფეხბურთელისთვის ხელფასის კიდევ უფრო მომატებას მოითხოვდა.

ახლა კი, თუ რომეროს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის და კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ბალდე მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში როგორც კლუბის, ასევე ნაკრების მთავარი მარცხენა მცველი იქნება.

ალეხანდრო ბალდეს მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს იწურება, "ბარსელონას" კი ხელშეკრულების 2017 წლამდე გახანგრძლივება სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 ნოემბერი 2022 12:54
    1
    ბალდე წენტრშიც რომ დააყენო , იქაც აჯობებს კუნდე-არაუხოს გარდა ყველას , ძალიან მაგარი მცველი გვყავს ბალდეს სახით , დიდი შევსება მოგვცა ლა მასიამ , ერთი ეგეთი კიდევ მოიძებნება , თუ გარისკავენ და დროს მისცემენ .
    წევრი [?]
    #4 15 ნოემბერი 2022 23:09
    1
    Ალფონსო დევისზე ნაკლები ადიქნება ეს, ჩუჩურელიას და კვერხზება ჯობია ახლაც
    [?]
    #3 15 ნოემბერი 2022 17:15
    3
    ბ გუნდიდან ჩაიტესტოს ყველა მარჯვენა მცველი, იქ თუ ვიპოვით კარგს ვინმეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ნოემბერი 2022 16:08
    5
    ხოდა მოიყვანეთ დროზე მარჯვენა მცველი, თორემ აერევა ამას მხარეები. იდგეს სადაც დაიწყო და ნუღარ აურევთ გონებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ნოემბერი 2022 15:40
    8
    ეს სასწაული გვყავს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid