ბარსელონას სურს, რომ მესის დაბრუნების მოლოდინები ჩააცხროს

ბარსელონას სურს, რომ მესის დაბრუნების მოლოდინები ჩააცხროს

ბოლო დროს ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნება აქტუალური საკითხია. ზოგი წყარო წერს, რომ ამის დიდი შანსია, ზოგი კი გვიმტკიცებს, რომ თითქმის გამორიცხულია. თუმცა მესის შესაძლო დაბრუნება საკმაოდ აქტუალური თემაა.

Relevo-ს ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ცნობით, "ბარსელონაში" არ მოსწონთ ის, რომ საზოგადოებაში მესის დაბრუნებაზე დიდი მოლოდინებია. ხუანმარტის ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" ხვდებიან, რომ არგენტინელის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. კატალონიელებს სურთ, ეს მოლოდინები შედარებით ჩააცხრონ.

ცოტა ხნის წინ მესის ბიოგრაფმა, გილემ ბალაგემ განაცხადა, რომ თუ "ბარსელონას" ლეოს დაბრუნება სურდა, მოქმედება აქამდე უნდა დაეწყო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ნოემბერი 2022 17:34
    0
    ჯერ ერთი მესი არ აპირებს ლაპორტასთან დაბრუნებას, მეორეც რო თანხმობა მისცეს ესენი მაინც ვერ მოაბავენ თავს ამ საქმეს.
    ფანი [?]
    #3 14 ნოემბერი 2022 23:32
    1
    "ბლაუგრანაში" ხვდებიან, რომ არგენტინელის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. კატალონიელებს სურთ, ეს მოლოდინები შედარებით ჩააცხრონ - რას ნიშნავს ეს გამოთქმა?
    ხალხს თავისით დაებადა ეს აზრი, რომ მესსი დაბრუნდება? განა ლაოპტამ არ თქვა პირადად რომ სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე?
    რა ჩაქრობა უნდა? გამოდი და რეალურად მოყევი რა არის შესაძლებელი და რა არა. თქვი, რომ მესსის დაბრუნება ძნელი იქნება ამიტომ და იმიტომ, მაგრამ მუშაობენ ამ საკითხზე, ან თემა დაკეტილია.
    შესაძლებელი როგორ არ არის, მაგრამ ეშინიათ მესსის გუნდში მობრუნების. თანაც თუ მუნდიალი მოიგო, საერთოდ არნახული ავტორიტეტი ექნება და ამის ეშინიათ. ამ დროს მესსი ნორმალური პიროვნებაა, არ გადახტება პრეზიდენტს და კიდევ უამრავ სიკეთეს მოიტანს. რაღა დარჩა, ერთი წელი? ორი?
    მაგრამ ხომ უნდა გაბერონ ხალხი ტყუილებით და მერე თქვან, რომ არ გამოვიდა.... ბევრი კარგი გააკეთა ლაპორტამ, მაგრამ ეს ტყუილები მაინც თან სდევს......
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ნოემბერი 2022 20:58
    0
    ეტყობა შანსები შემცირდა ან საერთოდ არ იყო.
    წევრი [?]
    #1 14 ნოემბერი 2022 18:35
    4
    კიმპემბე მსოფლიო ვერ ითამაშებსო და წესით კუნდეს მოუწევს თამაში, რაც კარგი იქნება, ამ დონის ტურნირზე დიდ გამოცდილებას მიიღებს, სულ მალე კლდესავით დაცვა გვეყოლება კუნდე-არაუხო, კრისტეც იქნება მუნდიალზე და მისთვისაც ასევე კარგი იქნება, ისევე როგორც გარსიასთვის, ეს ოთხივე მცველი ახალგაზრდაა და 10 წელი მაინც მაგარი დაცვა გვექნება.