რობერტ ლევანდოვსკი: მესისთან თამაში ოცნების ახდენა იქნებოდა

რობერტ ლევანდოვსკი: მესისთან თამაში ოცნების ახდენა იქნებოდა

"ბარსელონას" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი Marca-სთან საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, რადგან ფეხბურთი ძალიან დრამატული სპორტია, მაგრამ მესისთან თამაში, რა თქმა უნდა, ოცნების ახდენა იქნებოდა. არგენტინელის მიღწევების გამეორება შეუძლებელია. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს, რაც უდიდესი გამოწვევაა. 

ვფიქრობ, ლეოსთან ერთად არგენტინა მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია. მათ 30 მატჩია, არ წაუგიათ, კარგად თამაშობენ და ყველა ხედავს, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ესპანეთი? ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ახალგაზრდის ყოლის მიუხედავად, ისინი ფავორიტებს შორის არიან. ვფიქრობ, გავი და პედრი წინ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადადგამენ - ასეთი პრესტიჟის ტურნირზე თამაში მათ გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას შემატებს.

სუპერ ლიგაზე საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რაც გამიგია. ვერაფერს ვიტყვი.

ახალი წლის დასაწყისში, შეგვიძლია, საუკეთესო პერფორმანსი ვაჩვენოთ. შემდეგი სეზონისთვის ბევრად უკეთესები და სტაბილურები ვიქნებით.

გუნდში ბევრს ტრავმა ჰქონდა, რამაც ხელი შეგვიშალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჩავარდნის უფლება არ გაქვს. არ გავიმართლა. გარდა ამისა, ახალი სისტემითა და ახალწვეულებით თამაში სახიფათო იყო.

ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრებისა და საფეხბურთო კარიერისთვის "ბარსელონაში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. არ მსურდა, მთელი კარიერა ერთ ლიგაში გამეტარებინა, და ლა ლიგაში გადმოვედი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2022 19:22
    5
    აი ყველა რო ალალად ლაპარაკობს როგორ ეტყობათ, აბა რონალდუა ადამიანი სულ გესლი როგორ გადმოსდის პირიდან თავის ზემლიაკ მოურინიოსთან ერთად.