ბენჟამინ პავარს ბარსელონაში გადმოსვლა სურს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბენჟამინ პავარი "ბაიერნთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გერმანელთა რიგებს დატოვებს.
ცოტა ხნის წინ ფრანგმა თავად განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა სხვა ქვეყანაში უნდა. Sport-ის ინფორმაციით, პავარს "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს, კატალონიური კლუბი კი, რომელიც მარჯვენა მცველს ეძებს, მის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენას განიხილავს.
ალტერნატიული ვარიანტები დიოგუ დალო ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ხუან ფოიტი ("ვილიარეალი") არიან.
რაც შეეხება სერჟინიო დესტს - "ბარსას" ამერიკელის დაბრუნება არ სურს და აპირებს, ის გაყიდოს. 22 წლის ფეხბურთელი ამჟამად "მილანში" იჯარით ასპარეზობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]