ბარსელონას იანვარში გიუნდოგანის დამატება სურს და ტილემანსიც მოსწონს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" იანვარში ილქაი გიუნდოგანის დამატების ვარიანტს განიხილავს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბერნარდუ სილვას შეძენა თითქმის გამორიცხულია და კლუბში გიუნდოგანის ტრანსფერზე სწორედ ამიტომ მსჯელობენ - გერმანელს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და იანვარში იაფი ეღირება.
"ბარსას", "ლესტერის" ნახევარმცველიც, იური ტილემანსიც მოსწონს, მაგრამ ბელგიელის გაფორმებით "არსენალიც" ინტერესდება.
ცნობისთვის, გიუნდოგანს ის აგენტი ჰყავს, რომელმაც ზაფხულში ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონაში" უფასოდ გადმოიყვანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]