11 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

11 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

"ბარსელონას" მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ფეხბურთელი ეყოლება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

თუმცა, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მუნდიალზე ზოგადად ბევრ "ლა მასიელს" ვიხილავთ.

ტრადიციულად, ყველაზე მეტი "ლა მასიელი" ლუის ენრიკეს ესპანეთს ჰყავს: სერხიო ბუსკეტსი, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, გავი და ანსუ ფატი. ასევე დანი ოლმო, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" ასპარეზობს, მაგრამ "ბარსას" აღზრდილია.

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, მუნდიალზე შემდეგი "ლა მასიელები" ითამაშებენ: ლეო მესი (არგენტინა), ჩავი სიმონსი (ნიდერლანდები), პაიკ სინ-ჰო (სამხრეთ კორეა), ტაკეფუსა კუბო (იაპონია), ანდრე ონანა (კამერუნი).

ჯამში, ყატარში "ბარსელონას" აღზრდილი 11 მოთამაშე მიემგზავრება.

გარდა ამისა, მუნდიალზე იქნებიან რონალდ არაუხო (ურუგვაი) და ეზ აბდეც (მაროკო), რომლებსაც "ბარსა ატლეტიკში" უთამაშიათ და შეიძლება, "ლა მასიელებად" ჩავთვალოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2022 16:10
    1
    კარგია უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ და მომავალში უფრო გამოგვადგებიან.
    Culé [?]
    #1 13 ნოემბერი 2022 00:33
    2
    blush ლა-მასია არის ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო!!!