რონალდ არაუხო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს

რონალდ არაუხო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს

რონალდ არაუხოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის საკითხი ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ურუგვაელი ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ყატარში მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ არაუხო განაცხადში შეიყვანეს, Directo Gol-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და ურუგვაის ნაკრები შეთანხმდნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ისინი ჯგუფიდან გავლენ.

არაუხომ ტრავმა სექტემბრის სანაკრებო პაუზისას, ურუგვაისა და ირანს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახალგაზრდა მოთამაშემ ამ დაზიანების გამო ოპერაციაც გაიკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ნოემბერი 2022 16:15
    0
    ამან თავს მიხედოს, სულ რო გასკდეს ურუგვაი არაფრის მოგების შანსი არა აქვს და მუნდიალზე ასპარეზობა კი ჩაეთვლება, მეტი რა უნდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2022 03:37
    1
    ჯგუფში ჩარჩენა კი არა პორტუგალია უნდა ჩატოვოს, თანაც ბოლო ადგილით barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ნოემბერი 2022 01:19
    0
    რატომ იგდებ თავს საფრთხეში შვილო რათა, რათა, რათა.
    Culé [?]
    #2 13 ნოემბერი 2022 00:29
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    იმედია ურუგვაი ჯგუფში ჩარჩება და არც მოუწევს მსოფლიოზე თამაში და ტრამვასაც მოიშუშებს

    laughing სუარესს ჯგუფში ტოვებ??? :::დდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ნოემბერი 2022 22:55
    1
    იმედია ურუგვაი ჯგუფში ჩარჩება და არც მოუწევს მსოფლიოზე თამაში და ტრამვასაც მოიშუშებს