ლუის ენრიკე: ფატისთან დაკავშირებით ეჭვები ბოლო წუთამდე მქონდა

ლუის ენრიკე: ფატისთან დაკავშირებით ეჭვები ბოლო წუთამდე მქონდა

ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადის გამოქვეყნებამდე ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, წაიყვანდა თუ არა ლუის ენრიკე ანსუ ფატის კატარში. გაირკვა, რომ მიჰყავს.

განაცხადის დასახელების შემდეგ ლუჩომ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა:

ეს ბოლო წუთამდე ერთ-ერთი გადასაწყვეტი საკითხი იყო. მასზე ფსონი დავდე და სხვა ფეხბურთელებს ვამჯობინე.

ანსუს სათამაშო დონე კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. მას რთული პერიოდი ჰქონდა, რის გამოც ეჭვები ბოლო წუთამდე მქონდა.

არის თუ არა ფატი საუკეთესო ფორმასთან ახლოს? ამას მალე ვნახავთ.

ვფიქრობ, ნაკრებში დაბრუნება მისთვის დიდი სტიმული იქნება, მაგრამ ეჭვები არსებობს.

ვნახავთ, რა მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე.

- ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ნოემბერი 2022 15:51
    0
    მაგარი ხელის წაკვრაა, რო ცოტა გამოფხიზლდეს თუ აზრზე მოვიდეს. იმედია გამოიყენებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ნოემბერი 2022 18:38
    1
    ანუ შანსი მიეცა და იმედია ბრწყინვალედ გამოიყენებს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 11 ნოემბერი 2022 18:37
    4
    იმედია რამდენიმე გოლს შეაგდებს ანსუ. გოლის გამტანი არყავს ფაქტიურად ესპანეთს და ანსუს ძალიან მაგარი გოლის ალღო აქვს. ყველა ვარიანტში უნდა მოხოდოს ამ მსოფლიომ ანსუ
    წევრი [?]
    #2 11 ნოემბერი 2022 18:27
    8
    ეს ისეთი კულეა, რომ მარტო იმიტომ წაიყვანდა ფსიქოლოგიურად, რომ მოვიდეს ის ცოტა ხოდზე და დაიწყოს მერე ნორმალურად თამაში.
    Culé [?]
    #1 11 ნოემბერი 2022 18:14
    2
    ანსუ იმედებს გაგიმართლებს ლუჩოოო🥰🥰