ექტორ ბელერინის დამატებით რომა დაინტერესდა

"ბარსელონასთვის" დაცვის მარჯვენა ფლანგი ისევ პრობლემაა და აშკარაა, რომ ექტორ ბელერინის კლუბში დაბრუნებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.
ჩავის უწევს, ამ პოზიციაზე ხან ცენტრალური მცველები ათამაშოს, ხანაც გამოუცდელი მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე. ბელერინს კი ის აშკარად არ ენდობა.
კატალონიელი ფეხბურთელი "ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. კატალონიელებმა მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. მეტიც, ბელერინმა, შესაძლოა, კლუბი იანვარში დატოვოს.
Calciomercato-ზე დაყრდნობით Sport გვატყობინებს, რომ 27 წლის ფეხბურთელს თვალი "რომამ" დაადგა, რომელსაც იანვარში დიდი ალბათობით მარჯვენა მცველი დაჭირდება.
"ბარსას" პირველი გუნდიდან მიმდინარე სეზონში ბელერინზე ცოტა მხოლოდ მემფის დეპაიმ ითამაშა, არადა ექტორი გუნდის ერთადერთი მარჯვენა მცველია.
ესპანური მედიის ცნობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონას" პრიორიტეტი მარჯვენა მცველის დამატება იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]