ქამბექი 10 კაცით გასვლით მატჩში - უპრეცედენტო შემთხვევა ბარსელონას ისტორიაში

გუშინ "ბარსელონამ" "ელ სადარზე" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გარდა დრამატულ ბრძოლაში აღებული 3 ქულისა, აღნიშნული მოგება "ბარსას" ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
საქმე ისაა, რომ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კატალონიურმა კლუბმა გასვლითი მატჩის შემოტრიალება 10 კაცით მოახერხა - ჩავის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 0-1 აგებდნენ და თანაც მოედნიდან რობერტ ლევანდოვსკი გააძევეს, თუმცა, მოუხედავად ამისა, მეორე ნახევარში გუნდმა ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა და 2-1 მოიგო.
ასეთი მატჩები ნამდვილად იშვიათია - ლა ლიგაში მსგავსი რამ ბოლოს 2009 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 10-კაციანმა "სევილიამ" ლა კორუნიის "დეპორტივოს" თამაში 0-1-დან დაუტრიალა და 3-1 მოიგო.
მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა, გუნდმა 4 ქამბექი შემოგვთავაზა. 2022 წლის თებერვალში, იანიკ ფერეირა კარასკომ მადრიდის "ატლეტიკო" დააწინაურა, მაგრამ "ბარსამ" 4-2 მოიგო. 1 თვის შემდეგ ფერანისა და მემფისის გოლებით კატალონიელებმა "ელჩეს" დაუქამბექეს, აპრილში კი "ბლაუგრანამ" იგივეს გაკეთება "მალიორკასთან" მოახერხა და ლუკ დე იონგმა მატჩის მიწურულს გუნდს 3-2 მოაგებინა. მეოთხე გამარჯვება კი გუშინ, "ოსასუნას" წინააღმდეგ ვიხილეთ.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთვის" არავის დაუქამბექებია - თუ კატალონიელებს პირველი გააქვთ, მატჩს იგებენ. თავის მხრივ, "ოსასუნას" წინააღმდეგ შესრულებული ქამბექი "ბარსასთვის" ამ სეზონში პირველია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]