"ღალატი" და გუნდიდან "გაგდება"? - რა ხდება სინამდვილეში?

ბოლო დღეებში რამდენჯერმე შემხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ "უღალატა" "ბარსამ" ლიონელ მესის და როგორ "გააგდეს" არგენტინელი კატალონიური კლუბიდან. ყველა ჯერზე ეს ინფორმაცია მხვდებოდა ნაკლებად სანდო, ან საერთოდ არასანდო წყაროებიდან. მოგვიანებით ამ ამბის ქართულ თარგმანებსაც წავაწყდი და დავინტერესდი, რა ხდება სინამდვილეში.
ზეგ, 11 ნოემბერს გაყიდვაში გამოდის ლიონელ მესის ბიოგრაფია, რომლის ავტორიც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგეა. სწორედ ამ, გაყიდვაში ჯერ არგამოსულ წიგნზეა დაფუძნებული მსჯელობა, რომ "ბარსამ" მესის უღალატა და არგენტინელი "ბლაუგრანადან" გააგდეს.
ვინაიდან წიგნი ჯერ არ გამოსულა, რთულია იმის მტკიცებას მოვყვეთ, რომ რა ინფორმაციაც გავრცელდა, ტყუილია. თუმცა საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია გაუგებარი წარმოშობის ტვიტერ ექაუნთებიდან იღებს სათავეს. არცერთი ავტორიტეტული წყარო მას არ ავრცელებს.
საკითხის უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ წავაწყდი ავტორის, გილემ ბალაგეს მიერ ცოტა ხნის წინ მიცემულ ორ ინტერვიუს. ერთი მან რადიო მარკას მისცა, მეორე კი კატალონიურ Ara-ს. არცერთ ინტერვიუში ბალაგე "ბარსას" მხრიდან მსგავს მოქცევაზე არ საუბრობს.
Ara-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბალაგე მესის "ბარსელონადან" წასვლაზე ამბობს:
ჟოან ლაპორტას როლზე კი ასეთ კომენტარს აკეთებს:
გილემ ბალაგეს საუბრიდან ირკვევა, რომ მისი აზრით "ბარსელონას" მესის შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ ამისთვის ბრძოლაში სწრაფად დანებდა. სავარაუდოდ ამ აზრს იზიარებს თავად ლეოც, რადგან ბალაგემ იმავე ინტერვიუში თქვა, რომ მესის წიგნი სრულად აქვს წაკითხული და მას ეთანხმება. ამის მიუხედავად, საუბარი "ღალატსა" და "გაგდებაზე" მაინც ძალიან გადაჭარბებულია, მით უმეტეს იმ წიგნზე დაყრდნობით, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა. მესი რომ თავს "ბარსელონადან" გაგდებულად არ მიიჩნევს, ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბალაგე ლეოს "ბარსაში" დაბრუნების ხელისშემშლელ ფაქტორად სხვა მიზეზს ასახელებს. ლეოს რომ ჰქონდეს განცდა, რომ მას უღალატეს და ის გუნდიდან გააგდეს, რთული წარმოსადგენია, მისი "ბლაუგრანაში" დაბრუნება დღის წესრიგში საერთოდ დამდგარიყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ წიგნის გამოსვლას და ამის შემდე გვეცოდინება, რას ფიქრობს თავად მესი "ბარსელონადან" წასვლაზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]