ბარსელონაში ანდრეას კრისტენსენით ძალიან კმაყოფილნი არიან

Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ანდრეას კრისტენსენის პერფორმანსით ძალიან კმაყოფილია.
სამწვრთნელო შტაბი მას სთხოვს, რომ ლიდერული თვისებები კიდევ უფრო გამოავლინოს და შეხვედრების მიმდინარეობისას თანაგუნდელებს მითითებები უფრო ხშირად მისცეს.
დანიელი "ბარსას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და პრესეზონზე სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა სეზონის დაწყების შემდეგ სათამაშო დრო მოაკლდა.
მიუხედავად ამისა, როცა 26 წლის მცველს შანსები ეძლევა, სოლიდურად გამოიყურება და "ინტერთან" ტრავმის მიღებამდე კარგად ასპარეზობდა. დანიელი გუნდს "ალმერიას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაუბრუნდა.
ყველა ტურნირის ეგიდით, კრისტენსენმა 7 მატჩი ჩაატარა და ჩავის თავი მოაწონა - დანიელი ბურთთან ერთად შესანიშნავად მოქმედებს და თამაშის წაკითხვის უნარი აქვს.
ამ მომენტში კრისტენსენის ერთადერთი დაბრკოლება ენის ბარიერია, თუმცა მან აღნიშნა, რომ ესპანურს დიდი მონდომებით სწავლობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]