ბარსელონა ინიგო მარტინესის იანვარში დამატებას შეეცდება

"ბარსელონა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინიგო მარტინესის დამატებაზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს.
ცნობილია, რომ ჩავის გუნდში ცაცია ცენტრალური მცველი ჭირდება. კატალონიელებს ამ პოზიციაზე "ბილბაოს" 31 წლის უკანახაზელი ინიგო მარტინესი ჰყავთ შერჩეული. ფეხბურთელთან, რომელსაც ბასკურ გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
ჟერარ პიკეს მიერ კარიერის დასრულების გამო "ბარსელონა" ინიგოს იანვარში დამატებას შეეცდება. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ორი პირობა შესრულდეს: 1) "ბილბაომ" ფეხბურთელი იაფად დათმოს; 2) მარტინესმა მუხლის ტრავმა სრულად მოირჩინოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]