ედმილსონის ფონდი ხელშეკრულებას ახანგრძლივებს

  • 26-05-2011, 10:45
  • ედმილსონის ფონდი ხელშეკრულებას ახანგრძლივებს

     

    "ბარსელონას" ფონდი და ედმილსონის ფონდი ხელშეკრულებას ახანგრძლივებენ...

     

    კატალონიის "ბარსელონამ" ედმილსონის ფონდთან ხელშეკრულება კიდევ 1 სეზონით გაახანგრძლივა. ხელშეკრულებას ვადა 2011/12 წლების სეზონის დასრულებისას ეწურება. შეხვედრა სამშაბათს გაიმართა. "ბარსელონას" მხრიდან წარმოდგენილი თავად კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი იყო, ხოლო მეორე მხარის ინტერესებს "ბლაუგრანას" ყოფილი ვარსკვლავი, ჟოზე ედმილსონი იცავდა.

     

    ეს ურთიერთშეთანხმება ითვალისწინებს ბრაზილიელი ბავშვების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. იგი Taquaritinga-ში მცხოვრებ ბავშთა განათლებას, ჯანმრთელობას, კვებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ედმილსონის ფონდი 2006 წელს დაარსდა და მისი მიზანი ბრაზილიელ ბავშვთათვის უკეთესი მომავლის შექმნაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV