რივალდო:"მე და მესი კარგად გავუგებთ ერთმანეთს მოედანზე"

რივალდო:"მე და მესი კარგად გავუგებთ ერთმანეთს მოედანზე"

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ Sport.es–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი სიამოვნებით ითამაშებდა ლიონელ მესისთან ერთად. რივალდოს სჯერა, რომ მესი შეძლებს და მიაღწევს პელეს და მარადონას დონეს:

" მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლიონელ მესისთან ერთად ერთ გუნდში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად შევეწყობით ერთმანეთს. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მე მას ვუთხარი, რომ იგი 5–6–ჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. თუ იგი ასეთი შემართებით გააგრძელებს, იგი პელეს და მარადონას გვერდზე დადგება," დაასრულა რივალდომ.

რივალდო "ბარსას" ღირსებას 1997–2002 წლებში იცავდა და მან ჩატარებულ 157 მატჩში 87 გოლი გაიტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.