15 წლის ლამინე იამალის მორიგი რეკორდი

15 წლის ლამინე იამალის მორიგი რეკორდი

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინე იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს.

დღეს "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში "პლზენს" სტუმრად დაუპირისპირდა. კატალონიელებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ, რის გამოც ოსკარმა შემადგენლობა გადაახალისა, რაც შედეგზეც აისახა - 1-1.

ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ 15 წლისა და 111 დღის ლამინე იამალი. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ლამინემ ილაიშ მორიბას მიერ დამყარებული რეკორდი (15 წელი და 279 დღე) მოხსნა, რომელიც ილაიშს "ბარსას" მაისურით ჰქონდა დამყარებული. ამ მხრივ მესამე ადგილზეა "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, 15 წლისა და 284 დღის ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში სწორედ დღევანდელ მატჩში მოხვდა.

ამრიგად, "ბარსელონას" ამ მაჩვენებელში ეკუთვნის როგორც პირველი, ასევე მეორე და მესამე ადგილები.

მთავარი გუნდისგან განსხვავებით "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მარტივად დაძლია და პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა. კატალონიელებმა 6 თამაშიდან 4 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, რის შედეგადაც თავი 14 ქულას მოუყარეს. 7 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა "ინტერი". ბოლო ტურში მოგებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მაინც ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩა "ბაიერნი". შესაბამისად ბოლო ადგილი დაიკავა "პლზენმა"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ნოემბერი 2022 17:01
    0
    ბოლო ტურში მოგებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მაინც ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩა "ბაიერნი".
    ნეტა ჩვენ გავსულიყავუთ ბაიერნივით უფროსებში და ახალგაზრდებზე არ ვიდარდებდით.