ჰიდინკი:"ჩვენ წინ ბრწყინვალე, ამაღელვებელი ფინალი გველის"

ჰიდინკი:"ჩვენ წინ ბრწყინვალე, ამაღელვებელი ფინალი გველის"

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ისაუბრა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელშიც ერთმანეთს  ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან:

" ორივე გუნდი შეეცდება ითამაშოს თავის სტილში, მოიგოს მატჩი და კარგად შეუტიოს. ეს იქნება ძალიან კარგად ორგანიზებული ფინალი. "მანჩესტერიც" და "ბარსელონაც" შეეცდებიან ისეთი ფეხბურთის თამაშს, რომელიც გულშემატკივარს მოსწონს. ჩვენ წინ ბრწყინვალე, ამაღელვებელი ფინალი გველის," დაასრულა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის 2009 წელს, როდესაც "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნახევარ–ფინალში გვარდიოლას გუნდმა ლონდონის "ჩელსი" გამოთიშა ასპარეზობას, რომლის მთავარი მწვრთნელი ჰიდინკი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.