ლევანდოვსკი მესიზე, მიულერზე, რეალ მადრიდზე, ოქროს ბურთზე...

ლევანდოვსკი მესიზე, მიულერზე, რეალ მადრიდზე, ოქროს ბურთზე...

დღეს La Vanguardia-სთვის რობერტ ლევანდოვსკის მიერ მიცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა. იმავე ინტერვიუს ბოლოს პოლონელი თავდამსხმელი სხვადასხვა პიროვნებებსა და კლუბებზე საუბრობს.

ლეო მესი

ლეგენდა. "ბარსას" ბრწყინვალე 10 ნომერი. მან "ბარსელონაში" იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წარმოდგენა შეგვეძლო.

ოქროს ბურთი

ჯილდო, რომელზეც ყოველ დღე ნამდვილად არ ვფიქრობ. "ბარსელონაში" მის მოსაგებად არ გადმოვსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს. ეს ტყუილია. "ოქროს ბურთით" შეპყრობილი არ ვარ. ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიე, რაც წარმომედგინა და ამ ყველაფერს გულში ვინახავ.

ტომას მიულერი

სახალისო ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს. "ბაიერნის" ლეგენდა.

პედრი

შთამბეჭდავი ფეხბურთელი, რომელიც ახალ თაობას წარმოადგენს. მას დაუჯერებელი პოტენციალი აქვს, მაგრამ უკვე სწორ დროს სწორ ადგილასაა. მომდევნო რამდენიმე კვირაში მას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ექნება და უკეთეს ფეხბურთელადაც იქცევა.

ჟოან ლაპორტა

პრეზიდენტი, რომელმაც "ბარსელონასთვის" ბევრი რამ გააკეთა და ეს მარტივი არ ყოფილა. მან კლუბი რთულ სიტუაციაში ჩაიბარა და სიტუაცია გამოასწორა.

ბაიერნი

გუნდი, რომელშიც ბევრ წარმატებას მივაღწიე. ამ გუნდის მადლიერი ყოველთვის ვიქნები. იმ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე, მაგრამ ახლა სხვა გუნდში ვარ.

რეალ მადრიდი

ჩვენი დიდი კონკურენტი. იმედია, მოვლენები ჩვენთვის კარგად წარიმართება და საჭირო დროს კონკურენტის გადასწრებას მოვახერხებთ.

ლეხ ვალენსა

ის პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა. მან ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა და მსოფლიოში მას ბევრი ადამიანი იცნობს. ფუნდამენტური პიროვნება ჩვენ ისტორიაში.

იოანე პავლე II

დიდი პიროვნება და არა მხოლოდ რელიგიაში. ის ხალხთან ძალიან ღია იყო და კაცობრიობისთვის ყოველთვის კარგს ფიქრობდა. მას დავიმახსოვრებ კარგ ადამიანად, რომელიც ცდილობდა, მსოფლიო უკეთესი გაეხადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 ოქტომბერი 2022 22:35
    6
    ოქროს ბურთზე ნამდვილად დაიჩაგრა, მაშინ მოუნდა ამ კოვიდს მობრძანება როცა ყველაზე რეალური კანდიდატი იყო ეს უიღბლო კაცი. იმედია ბენზემასავით გაისვრის ერთ უძლიერეს სეზონს, დაიმსახურა ნამდვილად. მახსენდება ამის სიტყვები ლეოზე: მესიმ ბრძანა რო მე ნამდვილად ერთადერთი ღირსეული ვიყავი იმ წელსო და მესის ეს სიტყვები ოქროს ბურთზე მეტს ნიშნავს ჩემთვისო.
    გულშემატკივარი [?]
    #2 31 ოქტომბერი 2022 21:06
    5
    ჩამოყალიბებული პიროვნება❤💙
    ფანი [?]
    #1 31 ოქტომბერი 2022 20:21
    4
    ლევან ❤️❤️❤️❤️