რამდენად შეამსუბუქებს ბარსას ფინანსურ მდგომარეობას ევროპა ლიგის მოგება?

რამდენად შეამსუბუქებს ბარსას ფინანსურ მდგომარეობას ევროპა ლიგის მოგება?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა რომ "ბარსელონას" ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებდა, ეს ისედაც ვიცოდით. მოდით, ვნახოთ, რამდენადაა შესაძლებელი, დანაკლისი ევროპა ლიგამ აანაზღაუროს.

"ბარსელონას" 2022/23 წლების სეზონის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდოდა და UEFA-სგან შესაბამის საპრიზო თანხას მიიღებდა. 1/8-ფინალში გამსვლელი გუნდები 9.6 მილიონ ევროს იღებენ, ხოლო 1/4-ფინალისტები კიდევ 10.6 მილიონს. ეს ნიშნავს, რომ "ბლაუგრანამ" 20.2 მილიონი ევრო უკვე დაკარგა.

როგორი საპრიზო თანხებია ევროპა ლიგაზე? როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბარსელონა" ამ ტურნირს მოიგებს, კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ბონუსების ნახევარზე ცოტათი მეტი შეხვდებათ.

ევროპა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე გავარდნილი გუნდები ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ერთვებიან და ამ ეტაპზე მოხვედრისთვის ნახევარ მილიონ ევროს მიიღებენ. მერვედფინალში გასვლა 1.2 მილიონი ევროთი ფასდება, მეოთხედფინალი 1.8 მილიონით, ნახევარფინალი 2.8 მილიონით, ხოლო ფინალის მოგება 4.6 მილიონით. ეს ნიშნავს, რომ ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში "ბარსას" საპრიზო ფონდიდან მხოლოდ 10.9 მილიონი ევრო შეხვდება.

შედარებისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის სანაცვლოდ კლუბი თითქმის 15 მილიონით საჩუქრდება, თითო მოგება კი 2.8 მილიონით ფასდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 ოქტომბერი 2022 09:46
    1
    კაიფი ის არის რო საპრიზო ფონდი არცეთი გრანდისთვის არარის მნიშვნელოვანი მატჩე დასწრებით და სატელევიზიო უფლებებით 50 ჯერ მეტს გამოიმუშავებენ თუ ბარსელონა ფინალში გავა იმას ნიშნავს რო ყველა მატჩზე თითქმის სავსე ტრიბუნა იქნება სადაც ვაბშე არ ღირს ბილეთები იაფი თან უძახე ევროპა ლიგა ისეთი გრანდები არიან იუვე ატლეტიკო მანჩესტერი სევილია აიაქსი რავიცი კაი თამაშები იქნება წესით
    ფანი [?]
    #7 31 ოქტომბერი 2022 04:15
    4
    Albicelecte,
    მე თუ მკითხავ ამ გუნდს მხოლოდ ტრავმირებულების დაბრუნება, ზამთარში მარჯვენა მცველი და კაი გვარიანი შემორტყმა ჭირდება და მერე მოვიდეს ნებისმიერი.
    სად ბაირნთან პირველი თამაში და სად მეორე, მენტალურად იმდენად ცუდად შევხვდით, რეალს, ინტერს და ბაიერნს რომ არცაა ეს შედეგები გასაკვირი, ნუ ხალხს ჰგონია რადგან პროფესიონალი გქვია და ერთგვარ სამსახურს ასრულებ ესეიგი ადამიანი არ ხარ იმ მომენტში,
    გუნდი მორალურად განადგურდა, როდესაც დაინახეს რომ საკვანძო მოთამაშეები დაემტვრათ და მერე მსაჯები ნერვებზე ეთამაშებოდნენ, აქვე ხალხს ისიც ჰგონია რო გონებას წამში შემოუძახებ და სხვანაირად დაიწყებ აზროვნებას, მაგრამ სამწუხაროდ მენტალიტეტთან მუშაობა ზოგჯერ წლები გრძელდება და ბარსაც 2 წამში ვერ მოეგება გონს, მითუმეტეს ღმერთმა თუ არ გადმოგვხედა, იღბალი თუ არ მოგვეცა და თამაშები თუ ვერ მოვიგეთ კიდე კარგა ხანს ვერ დავინახავთ თუ რამხელა პოტენციალი გვაქვს.
    რეალურად ბარსას ჰყავს ისეთი შემადგენლობა, საიდანაც თითოეული კაცი რომ აიღო მინიმუმ ერთ უმაგრეს სეზონს მაინც გაუხსენებ, რაც იმას ნიშნავს რომ თითოეულშია ტოპ პოტენციალი, უბრალოდ ამ ეტაპზე სრულად ვერ ავლენენ, რაც უმეტეს შემთხვევაში ძირითადად ისევ მენტალობას უკავშირდება, ამიტომაა რომ ვიძახი მოიყვანეთ ფსიქოლოგები თქო + პუიოლი და აღარ დაგვჭირდება მილიონების გადაყრა, მაგრამ ამის გარეშეც წელს თუ მსოფლიოს მერე გუნდი ფორმაში ჩადგება და უდანაკლისოდ იქნებიან თავს დავდებ რომ ყველა ტიტულს მოიგებენ.
    [?]
    #6 31 ოქტომბერი 2022 01:34
    0
    რისი მომგებია ეს კვერცხი გუნდი. გახევს ამათ მანჩეც და არსენალიც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ოქტომბერი 2022 23:39
    3
    გვახსოვს შარშან იგივე დღეში ვიყავით და ეს სიტუაციაც უკვე მოყოლილი გაქვთ. მაგრამ მოგება კი არა ფინალამდე მივაღწევდეთ ნეტავ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ოქტომბერი 2022 23:03
    1
    ციტატა: Barca for life
    ევროპა ლიგა ტეხავს.
    ჯგუფიდან რომ გავსულიყავით უიდეალურესი სტარტი გამოგვივიდოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მარტო ჩავის ბრალიც არაა ის რაც მოხდა, აი დავიგინებ რო მაგაზე 1000ჯერ მეტი წვლილი მიუძღვის ტრავმიანობას, მსაჯობას და ამ ყველაფრის გამო გუნდის მენტალურად განადგურებას.
    ბაზარი არაა მწვრთნელი იმისაა რო მოგხოდოს, მაგრამ კაით რა ცხოვრებაში არ გქონიათ მომენტი როცა იმენა ყველაფერი კატასტროფულად წაგსვლიათ? და მერე სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენი დრო დაგჭირვებიათ?
    ზოგჯერ ჩავის გვარდიოლას ვადარებთ, მაგრამ რეალურად რაიკაარდზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ყველაფერთან ერთად ფინანსურმა პრობლემებმა სახე გაგვაძრო, ვერ გავუშვით ის ვინც გასაშვები იყო, ვერც ის მოვიყვანეთ ვინც გვინდოდა, ხალხი ნეიმარს ითხოვს მაშინ როცა გუნდს ხელფასის სახით მხოლოდ 6 მილიონის გადახდა შეუძლია და ამ დროს ნეიმარი 7ჯერ მეტს იღებს, ასევეა ძირითადად სხვების შემთხვევაშიც, მაგალითად რუდიგერი რატო არ მოვიყვანეთო, ტიპი 10 მილიონს ითხოვდა და ამ დროს კრისტენსენს 6ს ვაძლევთ, კი სულ რაღაც 4 მილიონზეა საუბარი, მარა შტერი ლა ლიგის გადამკიდე ბარსას ათასების თვლა უწევს, რა მილიონებზეა საუბარი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს თუ გახსოვთ, იმას არკვევდნენ 6 მილიონად სილვას თუ დაარეგისტრირებდნენ.
    მართალია სკაუტინგში ვერ ვივარგეთ, 4ვე ვინგერი შეგვეტენა, მარა აბა დაუფიქრდით, ეგენი თავიდანვე ასეთი დებილები ჩანდნენ როცა მოყავდათ? დემბელეზე არაფერს ვიტყვი, მოსვლამდე აქ ყველა ხოტბას ასხამდით (საკმაოდ დამსახურებულადაც 20 გოლი 22 ასისტი - გასაკვირი არაფერია) ტორესი ესპანეთის ნაკრებში დაფრინავდა, ნოიერს ჰეტთრიქი შეუსრულა, ვალენსიაში მაგარი იყო და სიტიშიც თამაშების ნახევარში ძირითადში იჩითებოდა, მართალია უნდა მოგვეწვა რომ სიტი კაის არავის გამოგვატანდა, მაგრამ წინა წლის ზამთარში თუ გახსოვთ ძალიან სასოწარკვეთილები ვიყავით, ჟუტგლასა და აბდეს იმედად + ფატიც დამტვრეული იყო და ერთადერთი დემბელე გვყავდა, ამიტომ იმ მოკლე დროში ასეთი გამოსავალი ნახეს, ხოლო რაფინიას რაც შეეხება, ბრაზილიის ნაკრებში მაგრად უბერავს, ლიდსიც მაგრად ათრია (მე კი ვიძახდი გააჯმეინეთ თქო), მაგრამ აქ მართლა მიქარეს, 62მ გადავყარეთ მაშინ როცა დეპაი რაფინიასაც ჯობია, ტორესსაც და ფატისაც. ნუ კაი ეს ერთი შეგვეშალა, მარა შეგვეშალა მაშინ როცა შეცდომებს არავინ გვპატიობს და შედეგიც სახეზეა. თუმცა შენების პროცესი ფეხის წაცდენის გარეშე არავის გაუვლია.
    ვისაც რა დონეზე შეუძლია, დაგვცინოს და დაგვაჯვას, მარა კარმა მურტალი რამეა, თუნდაც მესისა და რონის შორის გავავლოთ პარალელი, წინა წელს ვისაც არ დაეზარა მესის ყველამ აგინა, მაშინ როცა რონის ამკობდნენ გატანილი ჰეტთრიქებისთვის, იძახდნენ რომ მესის დრო დასრულდა, მარა შეხედეთ დღეს ერთი სადაა და მეორე სად, უფრო კონკრეტულად ერთი ოქროს ბურთის ნომინაციას ლიდერობს, ხოლო მეორე კი მანჩეს სკამს ხეხავს და დრამებს დგამს, აი სწორედ ასე ველი ბარსას აღზევებასაც და უეჭველი მოვა, აბა სად წავა. ჩავის დრო ჭირდება, არაუხო-კრისტენსენი-დაპაი დაბრუნდებიან, ზამთარში მარჯვენა მცველზე უეჭველი იჩალიჩებენ, მოგება-მოგებებში მენტალურადაც მოიხოდებიან და მერე გვეშველება რა.
    ლანძღვის ნაცვლად გუნდს გვერდში დავუდგეთ ჯობია!

    მართალს ამბობ და ძალიან გამიხარდება პირადად ევროპალიგის მოგება;
    ეგ სუპერთასისათვის ბრძოლასაც ნიშნავს, იქნებ ბაიერნთან რევანშიც იქ შედგეს? კაი სანახავი იქნება
    ესპანეთსი სუპერთასის მოგებაც რეალურია, განა რეალი ასე რთული დასამარცხებელია? აგერ სახლში ჟირონას ვერ უგებს ზოგჯერ
    იქეთ თასი, ლა ლიგაზე კიდევ 1 ქულა არაფერია, მთელი სეზონია წინ და კლასიკო სახლში;
    2012/13 წელის სეზონზე ჩელსი რომ ჩარჩა ჯგუფში(ლიგის ავადსახსენებელი გამარჯვებული), ადგნენ, გადავიდნენ ევროპალიგაზე და მოიგეს, ამითი რამე დააკლდათ? კინაღამ სუპერთსზე ბავარიას თავზე დაახურეს ყველაფერი (პენალტებით წააგეს)
    ასე, რომ მოსაგები ჯერ კიდევ ბევრია
    ვისკა ჩავი
    ფანი [?]
    #3 30 ოქტომბერი 2022 22:36
    6
    ევროპა ლიგა ტეხავს.
    ჯგუფიდან რომ გავსულიყავით უიდეალურესი სტარტი გამოგვივიდოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მარტო ჩავის ბრალიც არაა ის რაც მოხდა, აი დავიგინებ რო მაგაზე 1000ჯერ მეტი წვლილი მიუძღვის ტრავმიანობას, მსაჯობას და ამ ყველაფრის გამო გუნდის მენტალურად განადგურებას.
    ბაზარი არაა მწვრთნელი იმისაა რო მოგხოდოს, მაგრამ კაით რა ცხოვრებაში არ გქონიათ მომენტი როცა იმენა ყველაფერი კატასტროფულად წაგსვლიათ? და მერე სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენი დრო დაგჭირვებიათ?
    ზოგჯერ ჩავის გვარდიოლას ვადარებთ, მაგრამ რეალურად რაიკაარდზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ყველაფერთან ერთად ფინანსურმა პრობლემებმა სახე გაგვაძრო, ვერ გავუშვით ის ვინც გასაშვები იყო, ვერც ის მოვიყვანეთ ვინც გვინდოდა, ხალხი ნეიმარს ითხოვს მაშინ როცა გუნდს ხელფასის სახით მხოლოდ 6 მილიონის გადახდა შეუძლია და ამ დროს ნეიმარი 7ჯერ მეტს იღებს, ასევეა ძირითადად სხვების შემთხვევაშიც, მაგალითად რუდიგერი რატო არ მოვიყვანეთო, ტიპი 10 მილიონს ითხოვდა და ამ დროს კრისტენსენს 6ს ვაძლევთ, კი სულ რაღაც 4 მილიონზეა საუბარი, მარა შტერი ლა ლიგის გადამკიდე ბარსას ათასების თვლა უწევს, რა მილიონებზეა საუბარი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს თუ გახსოვთ, იმას არკვევდნენ 6 მილიონად სილვას თუ დაარეგისტრირებდნენ.
    მართალია სკაუტინგში ვერ ვივარგეთ, 4ვე ვინგერი შეგვეტენა, მარა აბა დაუფიქრდით, ეგენი თავიდანვე ასეთი დებილები ჩანდნენ როცა მოყავდათ? დემბელეზე არაფერს ვიტყვი, მოსვლამდე აქ ყველა ხოტბას ასხამდით (საკმაოდ დამსახურებულადაც 20 გოლი 22 ასისტი - გასაკვირი არაფერია) ტორესი ესპანეთის ნაკრებში დაფრინავდა, ნოიერს ჰეტთრიქი შეუსრულა, ვალენსიაში მაგარი იყო და სიტიშიც თამაშების ნახევარში ძირითადში იჩითებოდა, მართალია უნდა მოგვეწვა რომ სიტი კაის არავის გამოგვატანდა, მაგრამ წინა წლის ზამთარში თუ გახსოვთ ძალიან სასოწარკვეთილები ვიყავით, ჟუტგლასა და აბდეს იმედად + ფატიც დამტვრეული იყო და ერთადერთი დემბელე გვყავდა, ამიტომ იმ მოკლე დროში ასეთი გამოსავალი ნახეს, ხოლო რაფინიას რაც შეეხება, ბრაზილიის ნაკრებში მაგრად უბერავს, ლიდსიც მაგრად ათრია (მე კი ვიძახდი გააჯმეინეთ თქო), მაგრამ აქ მართლა მიქარეს, 62მ გადავყარეთ მაშინ როცა დეპაი რაფინიასაც ჯობია, ტორესსაც და ფატისაც. ნუ კაი ეს ერთი შეგვეშალა, მარა შეგვეშალა მაშინ როცა შეცდომებს არავინ გვპატიობს და შედეგიც სახეზეა. თუმცა შენების პროცესი ფეხის წაცდენის გარეშე არავის გაუვლია.
    ვისაც რა დონეზე შეუძლია, დაგვცინოს და დაგვაჯვას, მარა კარმა მურტალი რამეა, თუნდაც მესისა და რონის შორის გავავლოთ პარალელი, წინა წელს ვისაც არ დაეზარა მესის ყველამ აგინა, მაშინ როცა რონის ამკობდნენ გატანილი ჰეტთრიქებისთვის, იძახდნენ რომ მესის დრო დასრულდა, მარა შეხედეთ დღეს ერთი სადაა და მეორე სად, უფრო კონკრეტულად ერთი ოქროს ბურთის ნომინაციას ლიდერობს, ხოლო მეორე კი მანჩეს სკამს ხეხავს და დრამებს დგამს, აი სწორედ ასე ველი ბარსას აღზევებასაც და უეჭველი მოვა, აბა სად წავა. ჩავის დრო ჭირდება, არაუხო-კრისტენსენი-დაპაი დაბრუნდებიან, ზამთარში მარჯვენა მცველზე უეჭველი იჩალიჩებენ, მოგება-მოგებებში მენტალურადაც მოიხოდებიან და მერე გვეშველება რა.
    ლანძღვის ნაცვლად გუნდს გვერდში დავუდგეთ ჯობია!
    ფანი [?]
    #2 30 ოქტომბერი 2022 21:57
    0
    ა ანუ პლზენთან მოსაგებიაქვთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ოქტომბერი 2022 21:54
    0
    თავმოყვარეობის ამბავია ამ ტურნირის მოგება barca-6