საუკეთესო სტარტი ბოლო 2017 წლის შემდეგ

საუკეთესო სტარტი ბოლო 2017 წლის შემდეგ

"ბარსელონასთვის" მიმდინარე სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ჯგუფური ეტაპი ჯერ არ მორჩენილა და უკვე ვიცით, რომ "ბლაუგრანა" მომდევნო ეტაპზე გასვლას ვერ შეძლებს. გასულ სეზონშიც კი ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსები გვქონდა, ახლა კი ესეც აღარ გვაქვს.

გუნდის თამაშის ხარისხი სტაბილურად დამაკმაყოფილებელი ვერც ლა ლიგაშია. თუმცა ვერავინ უარყოფს იმას, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსას" შედეგები კარგი აქვს. იმდენად კარგი, რომ ამაზე უკეთესი პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკესაც კი არ ჰქონიათ.

ლა ლიგის 12 ტურში "ბარსელონას" უკვე 31 ქულა აქვს. წინა სეზონში ამ ეტაპზე მხოლოდ 17 ქულა ჰქონდა. 21-ე საუკუნეში სულ 3-ჯერ მოხდა, რომ "ბარსელონას" ლა ლიგის პირველ 12 ტურში 31 ქულაზე მეტი ჰქონდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერნესტო ვალვერდეს სადებიუტო სეზონში მოხდა, როდესაც "ბარსამ" საწყის 12 ტურში თავი 34 ქულას მოუყარა. მანამდე იყო 2012/13 და 2013/14 წლები, როდესაც ჯერ ტიტო ვილანოვას, შემდეგ კი ტატა მარტინოს გუნდმა ასევე 34-34 ქულა მოაგროვეს. ამ 3 შემთხვევიდან ორში "ბარსა" ჩემპიონი გახდა და სადაც სამართალია, იქ ტატა მარტინოს გუნდიც გაჩემპიონდებოდა, თუმცა ბოლო ტურში ტიტული "ატლეტიკოს" დაუთმო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 ოქტომბერი 2022 02:48
    1
    ევროპალიგა ისე გამოიყურება, რომ წაუჩემპიონთლიგებს და რატომაც არა მის მოსაგებად ბრძოლა?
    მანიუ, არსენალი, იუვე, ატლე, აიაქსი, სევილია ეს ყველა ლიგის გუნდებია
    კიდევ არის რამდენიმე ძლიერი გუნდი, სახელიანი
    რომა,ლაციო,პსვ,სოსიედადი,ბეტისი,აინტრახტი...
    ასე, რომ საკმაოდ დაძაბული და დონე ტურნირი გამოდის, რომლის მოგებაც სერიოზული თემაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 ოქტომბერი 2022 02:21
    1
    ლა ლიგა ჩვენია, კოპას რეალი დაიკიდებს და დანარჩენებს ჩვენ ყველას მოვუგებთ. ევროპა ლიგაზე ისეთი გუნდები თამაშობენ, რომ რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ თავს მანდაც კარგად წარმოვაჩენთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ოქტომბერი 2022 23:53
    0
    სწორედ ბოლო ტურში დათმო ტიტულიც და თანამდებობაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ოქტომბერი 2022 23:07
    1
    ციტატა: Andria
    რთულია ბარსას მწვრთნელობა დალეწილი დაცვა როგყავს და მაინც არანორმალურად გლანძღავენ

    ლა ლიგაზე 4 გოლი გაუშვეს მარტო, მაშინ, როდესაც ფლანგზე ბელერინი გყავს და დაცვის ცენტრი დამტვრეულ-დანგრეული
    12 მატჩში...
    გამოდის, რომ ეს დაცვა და მეკარე საშუალოდ, 3 მატჩში 1 გოლს უშვებენ ლა ლიგაზე
    ფანი [?]
    #3 30 ოქტომბერი 2022 21:25
    1
    რთულია ბარსას მწვრთნელობა დალეწილი დაცვა როგყავს და მაინც არანორმალურად გლანძღავენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ოქტომბერი 2022 21:17
    5
    და აქ ჩავის ლანძღვა-გინება მიდის კიდევ,
    თანაც ნახევარი გუნდი დაელეწა ტიპს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ოქტომბერი 2022 21:17
    3
    პეპსაც ასეთი სტარტი ჰქონდა ლა ლიგაში თან რა გუნდი ჰყავდა ჩამოთვლას აღარ ვაპირებ, ჩავის ვინ ჰყავს, გადაბერებული ჯიუტი ,,კაპინტები" , ბავშვები, რაზვალა ვინგერები, ურიცხვი ტრამვები და თვითონაც გამოუცდელია, აი რაღა ქნას ტიპმა, ამ სიტუაციაში სადაც საშინელ კრიზისშია გუნდი ისედაც და ფანები ჰყიდიან აქეთ გუნდს კიდე( აინტრახტი) ამის მერე ჩავის აწევს უდიდესი ტვირთი, ტიპი ყველაფერია გუნდში და შეუძლებელია ამდენ რამეს გაართვა თავი და გუნდი 1 წელიწადში ლიგის მომგებ გუნდად აქციო, ჩავის გაშვება ვაფშე არევს ყველაფერს რადგან ძაან უყვარს ყველას გუნდში, ამ ბიჭების კუმირია და მისი წასვლა სიტუაციას არევს, ტუხელზე რომ ამბობთ, ეგ არის კუმანზე ჯიუტი ხისთავიანი , თან უმძიმესი ხასიათით და დაცვითი ტაქტიკით, კარგი რაცააქ არის გაქექელობა და ფინალში პეპს მოუგო ტაქტიკურად , კარგი მწვრთნელია მაგრამ ეგ ბარსას ვერ უშველის, პეპიც ვერ უშველის ამ ბარსას ხოდა ჯობია დრო მივცეთ ამ კაცს