ოფიციალური ინფორმაცია კუნდესა და გარსიას ტრავმებზე

ოფიციალური ინფორმაცია კუნდესა და გარსიას ტრავმებზე

"ბარსელონამ" გუნდის ცენტრალური მცველების, ჟიულ კუნდესა და ერიკ გარსიას ტრავმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

კუნდემ და გარსიამ დაზიანებები "ვალენსიასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (0-1) მიიღეს. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დაზიანებები სერიოზული არ იყო.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ როგორც ესპანელ, ასევე ფრანგ მცველს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ამჟამად ისინი ჩავის განკარგულებაში არ არიან.

ცნობილია, რომ კუნდესა და გარსიას დაზიანებები სერიოზული არაა და ისინი "ბარსელონას" ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ალმერიასთან" დაეხმარებიან. მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენთან" უმოტივაციო თამაში გვაქვს, რომელსაც ისინი, დიდი ალბათობით, გამოტოვებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 ოქტომბერი 2022 02:14
    0
    დაცვის ხაზს რაც შეეხება მარჯვენა მცველი გვინდა მაგრად და ზამთარშივე რო ვიყიდოთ ისეთი ვინმე იცით. თან რო კარგი ვარიანტი იყოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ოქტომბერი 2022 00:03
    0
    იმედია მოასწრებენ, ეხლა ქულის დაკარგვაც აღარ შეიძლება ლა ლიგაში, მუნდიალამდე ეგება კიდევ ერთი ფრე გააგორონ პერესის "ლომებმა" და გაგვიშვან ჩვენ ადგილზე ამ ბოლო წლებში რო მიეჩვიენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ოქტომბერი 2022 18:46
    1
    პლზენთან პიკე-კრისტენსენი დადგებიან ცენტრში და პრობლემა არ იქნება;
    ესენიც დაისვენებენ