ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: შაბათი, 29 ოქტომბერი, 23:00

ჩავი ერნანდესი "ვალენსიასთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს:

"ვალენსია" ინტენსიური და აგრესიული გუნდი იქნება. ხვალ 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

4 ნახევარმცველით, კონტროლი უკეთ შეგვიძლია და ბურთს უკეთესად ვფლობთ. ამ ტაქტიკის გამოყენება მატჩზეა დამოკიდებული. 

ბევრ მომენტში პაუზა და სიმშვიდე გვჭირდება. "ბაიერნთან" მატჩის მერე ამაზე ვისაუბრეთ.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აზრები უნდა შევიცვალოთ. ჩემპიონთა ლიგაზე უიღბლობების სერია ვიხილეთ. შანსები გვქონდა, მაგრამ გაგვექცა. ახლა ლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.

ჯერ კიდევ პოზიტიურად ვარ. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა, მაგრამ სხვა ტურნირებზე ვასპარეზობთ და შეგვიძლია, დიდებული სეზონი გამოგვივიდეს.

პრეზიდენტს ხშირად ველაპარაკები, ერთად ვმოგზაურობთ და მატჩების შემდეგ ერთმანეთს ყოველთვის ვხვდებით.

4 ტურნირზე ვართ და ტიტულების მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნიკო გონსალესს თვალს ვადევნებთ. ის შესანიშნავად ვითარდება და ყველაფერი კარგად მიდის. ნიკო თამაშობს, მაგრამ კონკურენცია უწევს, რადგან "ვალენსიას" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

ვფიქრობ, კარგია, რომ ნიკოს ჩვენს წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს - არ გვინდა, რომ მან ხელი შეგვიშალოს. კლუბმა ნამდვილად შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო.

ტრანსფერები? ადმინისტრაცია ამაზე მუშაობს, მაგრამ მსგავს თემებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

სწორ გზას ვადგავართ. ამ პროექტის მჯერა. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო კრიტიკა გვხვდება, მაგრამ შიგნით ეჭვები არ არსებობს. პრეზიდენტის ნდობა მაქვს და მუშაობა უნდა გავაგრძელო.

შედეგები აუცილებლად მოვა და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ახალი მწვრთნელი მოვა.

ბალდე შესანიშნავი მოთამაშეა და ამას ყოველთვის აჩვენებს, როცა თამაშობს. ალეხანდროს დიდი პოტენციალი აქვს და ამ გუნდის აწმყო და მომავალია. ის კარგად ვითარდება.

"ბარსელონაში" სასტარტო შემადგენლობის წევრები და სათადარიგოთა ფეხბურთელები არ არსებობენ.

მემფისი და კრისტენსენი დაბრუნებასთან ახლოს არიან. ისინი "ალმერიას" წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ნამდვილად მზად იქნებიან და, შესაძლოა, სათამაშო დრო "პლზენთანაც" მიიღონ.

პაბლო ტორე კარგად ვარჯიშობს და ხაზებს შორის ჩვენთვის ბევრი არჩევანის შეთავაზება შეუძლია. მას აქვს შესაძლებლობა, ძალიან ღირებული ფეხბურთელი გახდეს.

ხვალ შესანიშნავ მატჩს ველოდები. გატუზოს გუნდი თავს ძალიან კარგად იცავს.

გავი შესანიშნავადაა. "ბაიერნთან", პრევენციის მიზნით, ის დავასვენე, მაგრამ თამაში სურდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 29 ოქტომბერი 2022 13:59
    0
    დაცვის ხაზი უნდა იყოს ასეთი: ბელერინი-კუნდე-გარსია-ბალდე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ოქტომბერი 2022 18:56
    0
    ციტატა: La Pulga10
    ზოგჯერ არასწორადაა ნათარგმნი ტექსტი.აზრი კი იგივეა,მაგრამ მაინც სხვანაირადაა ნათქვამი.

    ეს იმიტომ ხდება რომ გუგლის ტრანსლატერით თარგმნიან და მერე კორექტირებას არ უკეთებენ, ან ეზარებათ ან ქართული უჭირთ. სიტყვაზე სადმე რო წაიკითხავ ზედა მანჰეტენიო ხო ხვდები რაზეც არის საუბარი მაგრამ ქართულად რო "ზედა" არ ითქმება და "ზემო" უნდა თქვა ხო ფაქტია. ისე რომ მე მგონი ქართული უჭირთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2022 16:42
    3
    ზოგჯერ არასწორადაა ნათარგმნი ტექსტი.აზრი კი იგივეა,მაგრამ მაინც სხვანაირადაა ნათქვამი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid