გულშემატკივრების მხარდაჭერა ბარსელონას ფეხბურთელებს ბაიერნთან მარცხის შემდეგ

გულშემატკივრების მხარდაჭერა ბარსელონას ფეხბურთელებს ბაიერნთან მარცხის შემდეგ

აქამდეც გვითქვამს, რომ თუ "ბარსელონაში" რამე აშკარად გამოსწორებულია, ეს გულშემატკივრობაა.

"ბაიერნთან" გუშინდელი თამაში რომ ფორმალობა იქნებოდა, ეს ისედაც ვიცოდით, მიუხედავად ამისა "კამპ ნოუზე" 84 ათასზე მეტი გულშემატკივარი მივიდა. თუმცა ამ სტატისტიკას მნიშვნელობა მხოლოდ კლუბის ფინანსებზე აქვს, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, როგორ გულშემატკივრობს ხალხი "ბარსას".

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ "ბაიერნთან" ძალიან ცუდი თამაშის ჩატარებისა და 0-3 წაგების მიუხედავად მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის გულშემატკივრების ასეთი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 27 ოქტომბერი 2022 18:19
    0
    84 016 მაყურებელი დაესწრო.
    წევრი [?]
    #13 27 ოქტომბერი 2022 17:34
    2
    ეს ძალიან მაგარი ჟესტი იყო და ზოგადად 0:3 ზეც ისმოდა ფანების სიმღერა, როცა გუნდს კარში დარტყმაც არ ქონდა ნოუკამპზე, მაგრამ ამ მარცხით არაფერი სრულდება, ამ გუნდში დიდი პოტენციალია, დღეს თუ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენება, რანაირად შეიძლება ამათმა ლიგა მოიგონ და ტოლსწორად ეთამაშონ ბაიერნს, სიტის ან რეალს, რაღაც დროის შემდეგ როცა შეიკვრებიან და ჩამოყალიბდებიან, დარწმუნებული ვარ თავდაჯერებაც და გამარჯვებულის მენტალიტეტიც მოვა, ზიგჯელ ერთი ნაპერწკალია საჭირო, ლა ლიგის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 27 ოქტომბერი 2022 16:51
    0
    84 ათასი კაცი იყო ვითომ, ვინც დარჩა მხარდასაჭერად ალბათ 14 ათასი თუ იქნებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 ოქტომბერი 2022 16:48
    0
    აი ესაა ფანობა, უმძიმეს დროში რომ გუნდს მხარს უჭერ, ყოველთვის კარგ ფორმაში გუნდი ვერ იქნება ასე რომ ვისაც არ შეუძლია მძიმე დროში გუნდს მხარი დაუჭიროს მაშინ არ თქვას ფანი ვარო როცა რამეს მოიგებენ, ამ გუნდთან ერთად დიდი აღმასვლაც ვნახე და დაღმასვლაც, ახლა სამწუხაროთ ბოლო წლებში სირცხვილის მეტი ვერაფერი მაგრამ ეგეც გულშემატკივრობის ნაწილია, აგერ მილანის ფანებმა რაღა თქვან ტიპები რამდენი წელი ვერ გადიოდნენ ლიგაზე, ან იუვეს ფანებმა რა თქვან როცა ასე საშინლად თამაშობს მათი გუნდი, აიაქსზე ზედმეტია ლაპარაკი, ან არსენალზე, ან იუნაიტედზე, რაც მეტად აგებს გუნდი მე პირადად უფრო მეტად ვგულშემატკივროდ visca barca
    ფანი [?]
    #10 27 ოქტომბერი 2022 15:39
    4
    ციტატა: Iniesta_8
    მწვრთნელის როლს ვინც ვერ ხედავთ გუშინდელ წაგებაში, ნიკო კოვაჩის მაგალითს გაგახსენებთ. მაგის ხელში ბაიერნი გლადბახებთან და აინტრახებთან ნადგურდებოდა, მერე გააგდეს კოვაჩი, ფლიკი მივიდა და მთელ საფეხბურთო სამყაროს თავზე გადაახია ბურთი. სულ რაღაც 6 თვეში საერთოდ სხვა გუნდი დააყენა, თან არცერთი ტრანსფერი არ გაუკეთებია. ახლა კიდე ხავის შეხედეთ, 1 წელია გუნდშია, ვინც უნდოდა ყველა მოუყვანეს და შედეგი 0, ისევ კარში დაურტყმელად ჩარჩა გჯუფში. დემბელე და ბელერინი რომ *ლეები არიან ვიცი, მარა ხავიმ არ დატოვა და მოიყვანა ზუსტად ეს ფეხბურთელები? გუნდმა არ იცის რა უნდა ქნას, ლევანდოვსკის უწოდებს ყველა და მაგასაც გააქვს, ოღონდ სუსტებთან, ძლიერებთან ვერც კი უწვდიან წესივრად ისე გადის მთელი თამაში. ასე რომ შეეშვით ხავის დაცვას, სადაც ჩასვრა შეიძლებოდა ყველგან ჩაიჯვა. არაა ბარსას დონის და ჯობია წავიდეს სანამ გინება დაუწყეს.

    100% მართალი ხარ მაგას ვამბობ უკვე რამდენიხანია. გუნდს ლუის ენრიკეს შემდეგ მწვრთნელი არ ყოლია. არ ვამბობ რო მწვრთნელი მოვა და ეგრევე ლიგას მოვიგებთ უბრალოდ ჩემი აზრით კაი მწვრთნელი ინტერს ჩატოვებდა და ბაიერნთან კარში დაარტყამდა. მშვენიერი გუნდია ბარსა ყავს მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო 9 ნომერი და ჩემი აზრით ძაან მარტივად შეუძლია ბრძოლა ლიგის ფლეიოფში. ლიგის მოგების გუნდი არ ვართ მაგრამ ჯგუფში ჩარჩება ამ გუნდით კატასტროფაა. უბრალოდ კიდე ერთხელ გავიმეორებ მეორე წელია ჩავი გუნდშია და როგორც რაიმე საშუალოზე ძლიერ გუნდთან ქონდა თამაში ტიპის ტაქტიკები უბრალოდ გააქრეს. ერთი რეალთან აქვს მოგებული 0-4 და მაშინ იმედი მაქვს ყველა კარგად ხვდებით რა დონეზე ეკიდა რეალს თამაში და იმედია ჩავის ოსტატობას არ მიაწერთ ამ გამარჯვებას
    Culé [?]
    #9 27 ოქტომბერი 2022 15:09
    6
    ვისაც აღარ გინდათ მიბრძანდით და უქომაგეთ სიტი პსჟეებს დავრჩებით ჭეშმარიტი კულეები.10 წელი წინდა უკან ვხმარობდით რეალს გავიდა დრო და კი დადო ზედიზედ 4 ლიგა.დრო უნდა ამ გუნდს დაუბრუნდეს თავის ადგილს.
    ფანი [?]
    #8 27 ოქტომბერი 2022 13:54
    7
    ზაფხულზე მესი უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად მაგის 1 პასით მოჭრილი ნახევარ დაცვა და დაცვა ძალიან გვაკლია ძალიან ბევრს გაატანინებს ლევანდოვსკის
    ახალბედა [?]
    #7 27 ოქტომბერი 2022 13:52
    2
    Არაუშავს წელს ისედაც ვიცოდით, რომ სიტი მოიგებდა მაინც გული დაგვწყდებოდა აი შემდეგ წელს შეიძლება რპილეტი დავდოთ იმიტომ, რომ უკვე შეთამაშებული გუნდი გვეყოლება და დიდი ალბათობით მესი რაც ძალიან დიდი მოტივაცია დემბელე ფარჩაკია და ბოლოს ვისკა ბარსა ვისკა კატალონია💙❤
    Culé [?]
    #6 27 ოქტომბერი 2022 13:36
    0
    გინდ გავი დაეყენებია გინდ ფატი გინდ შაბალალა და გინდ პელე, რო არ იცის გუნდმა შეტევა როგორ წარმართოს და განავითაროს, მოედანზე როგორ გადაადგილდნენ სწორად, მეტი სივრცე როგორ შექმნან, დაცვის დროს როგორ გადაეწყონ ჩავარდნები რო არ იყოს ისე, კონტრშეტევებუ როგორ გამოიყენონ, არაფერი არ გამოვა მასე. ქვეშა*ვიის მენტალიტეტზე ხო საუბარიც არაა. ჩვენი ტაქტიკაა აგორავე ბურთი ერთი ფლანგიდან მეორემდე სანამ სული არ ამოგხდება, შემდეგ ჩააწოდე, ეგეც ან გამოვა ან არა და ჩაწოდების მერე იქნებ მოხვდეს ლევანდოვსკის ბურთი და ქნას რამე. ლა ლიგის კუანა გუნდებთან კი ამართლებს და შედარებით ძლიერ მეტოქეებთან კი ვხედავთ რაც ხდება. 1 წელია ასეა, მე პირადად ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ ჩვენს თამაშში.
    --------------------
    #infinit8iniesta
    წევრი [?]
    #5 27 ოქტომბერი 2022 13:33
    4
    PAIN,
    ზედიზედ 5-ჯელ რო გაქ წაგებული ბაიერნთან, პლიუს ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაგიტანია, ბოლოს როცა გაუტანე 8 მიიღე საკუთარ კარში, ამაზე მეტი მოტივაცია რაღა უნდოდათ? ყველანაირი წნეხის გარეშე იყვნენ, მაგრამ ჩანს რო ჯერ ძალიან ბევრი უკლიათ ბაიერნამდე, უკვე მეორედ ნოუკამპზე ისე აგებენ კარშიც ვერ არტყავენ, ამ ბაიერნმაც სერიოზული კომპლექსები გაუჩინა ბარსას. ჯერ ჯობია ჩამოყალიბდეს გუნდი და მერე ინატრეთ ხოლმე ბაიერნი და რევანში. კენჭისყრის წინ ყველაზე მეტს უნდოდა ბაიერნი ჯგუფში. 😁
    ფანი [?]
    #4 27 ოქტომბერი 2022 13:15
    0
    PAIN,
    გავის დისკომფორტი ჰქონდა და უაზროდ არ გარისკა
    გულშემატკივარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2022 13:14
    2
    ნუ გასაგებია რომ მოტივაცია საერთოდ არ იყო ბევრი ფაქტორის გამო თუმცა… ვფიქრობ ეს უკვე ძალიან დიდი სირცხვილია როცა ბარსა კამპნოუზე კარის ჩარჩოშიც რომ ვერ ურტყამს… ის 4-4-2 ტაქტიკა ნამდვილად ცუდი იყო… სასტარტოში ფატის ლევანას და რაფინიას/ფერანს უნდა ეთამაშათ+ ნახ დაცვაში გავი პედრი დეიონგს ხოლო დაცვაში გარსიას… მარჯვენა ფლანგზე თუ ასეთი ქლიავი გამოდგა ბელერინი მაშინ ვინმე ბარსა ატლეტიკიდან მაინც სცადონ… ხავი აშკარად შეცდა… ამათ არ აქვთ გერმანული მენტალიტეტი და კი ვიცით ყველამ ეგ… თუმცა ასე უაზროდ გამოსვლა 90000 გულშემატკივრის წინაშე სირცხვილია 🤚🏻
    Culé [?]
    #2 27 ოქტომბერი 2022 12:38
    11
    მწვრთნელის როლს ვინც ვერ ხედავთ გუშინდელ წაგებაში, ნიკო კოვაჩის მაგალითს გაგახსენებთ. მაგის ხელში ბაიერნი გლადბახებთან და აინტრახებთან ნადგურდებოდა, მერე გააგდეს კოვაჩი, ფლიკი მივიდა და მთელ საფეხბურთო სამყაროს თავზე გადაახია ბურთი. სულ რაღაც 6 თვეში საერთოდ სხვა გუნდი დააყენა, თან არცერთი ტრანსფერი არ გაუკეთებია. ახლა კიდე ხავის შეხედეთ, 1 წელია გუნდშია, ვინც უნდოდა ყველა მოუყვანეს და შედეგი 0, ისევ კარში დაურტყმელად ჩარჩა გჯუფში. დემბელე და ბელერინი რომ *ლეები არიან ვიცი, მარა ხავიმ არ დატოვა და მოიყვანა ზუსტად ეს ფეხბურთელები? გუნდმა არ იცის რა უნდა ქნას, ლევანდოვსკის უწოდებს ყველა და მაგასაც გააქვს, ოღონდ სუსტებთან, ძლიერებთან ვერც კი უწვდიან წესივრად ისე გადის მთელი თამაში. ასე რომ შეეშვით ხავის დაცვას, სადაც ჩასვრა შეიძლებოდა ყველგან ჩაიჯვა. არაა ბარსას დონის და ჯობია წავიდეს სანამ გინება დაუწყეს.
    წევრი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2022 12:26
    3
    ესე ბიჭო ესეეე ცოტა ხოდიანად და ჟილკიანად გაამხნევეთ იქნებ რაღაც ძალა მიეცეთ მენტალურად ცოტა მაინც