პლზენის ფეხბურთელები: დღეს მილანში მოსაგებად ჩავდივართ

პლზენის ფეხბურთელები: დღეს მილანში მოსაგებად ჩავდივართ

დღეს, 20:45 საათზე, პლზენის "ვიქტორია" სტუმრად მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება - თუ ჩეხები არ წააგებენ, "ბარსელონას" ჯგუფიდან გასვლის შანსი დაუბრუნდება და "ბაიერნთან" 23:00 საათზე გასამართ მატჩს სატურნირო დატვირთვა ექნება. 

4 მატჩის შემდეგ ჩეხური კლუბი 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. "ვიქტორიამ" ამ 4 შეხვედრაში სულ 3 გოლი გაიტანა (თუმცა, "ბარსასა" და "ბაიერნის" კარში), თავად კი 16 გაუშვა. ერთი შეხვედვით, წარმოუდგენელი ჩანს, თუ როგორ უნდა შეძლოს ამ გუნდმა მილანში გასვლაზე არწაგება, მაგრამ სასწაულები ხდება და, როგორც ჩანს, ყურებჩამოყრილნი არც ჩეხები არიან.

Relevo-ს ინფორმაციით, "პლზენის" ფეხბურთელები "ბარსასგან" მიღებული გამამხნევებელი მესიჯებით, სადაც კატალონიელები მათ მოგებას სთხოვენ, ძალიან მოტივირებულნი არიან.

ამაზე "პლზენის" ორმა მოთამაშემაც - ვაცლავ იემელკამ და ხონ მოსკერამ - ისაუბრა. 

ვაცლავ იემელკა

დღეს "ინტერს" საქმეს არ გავუმარტივებთ. გვინდა, მათ ჯგუფიდან გასვლა გავურთულოთ.

ხონ მოსკერა

დიდი ხანია, "ბარსელონას" ქომაგი ვარ. გვსურს, დღეს "ინტერს" მოვუგოთ. ვეცდებით, მაქსიმუმი გავიღოთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 ოქტომბერი 2022 17:58
    0
    ხო სულ თქვენი იმედი გვქონდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 ოქტომბერი 2022 23:22
    0
    მოგება კი არა ერთ გოლსაც, რომ ვერ გაიტან და 4 გაუშვებ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ოქტომბერი 2022 21:26
    0
    ნეტა მოიგოთ ნეტააა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #8 26 ოქტომბერი 2022 20:47
    1
    აუ მიდით რა გთხოვთ❤❤❤
    Culé [?]
    #7 26 ოქტომბერი 2022 20:34
    5
    ციტატა: Culle
    ციტატა: Kaka
    ყველაზე ცუდი სცენარი იქნება ის რომ ამათმა სასწაული ჩაიდინონ ინტერს ქულები დააკარგვინონ და მერე ჩვენ ვერ მოვუგოთ ბაიერნს, მაგის ნახვას ისევ ის მირჩევნია ბარემ მოუგონ და 99%-ით ეგრეც იქნება.

    ყველაზე ცუდი ის იქნება ამათმა ინტერს მოუგონ, ჩვენ ბაიერნს და მერე ინტერმა ბაიერნს😂😂😂

    ან ამათმა ინტერს მოუგონ , ჩვენ ბაიერნს , მერე ბაიერნმა ინტერს მოუგოს და ჩვენ ვერ მოვუგოთ პლზენს 😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #6 26 ოქტომბერი 2022 20:33
    0
    ციტატა: Kaka
    ყველაზე ცუდი სცენარი იქნება ის რომ ამათმა სასწაული ჩაიდინონ ინტერს ქულები დააკარგვინონ და მერე ჩვენ ვერ მოვუგოთ ბაიერნს, მაგის ნახვას ისევ ის მირჩევნია ბარემ მოუგონ და 99%-ით ეგრეც იქნება.

    ყველაზე ცუდი ის იქნება ამათმა ინტერს მოუგონ, ჩვენ ბაიერნს და მერე ინტერმა ბაიერნს😂😂😂
    Culé [?]
    #5 26 ოქტომბერი 2022 20:32
    1
    ისე რო მოტივირდნენ ინტერს ბარსელონაც რო მიაყოლონ ბოლო ტურში 🤣🤣🤣
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #4 26 ოქტომბერი 2022 20:27
    1
    ოღონდ თქვენ ინტერს მოუგეთ და აი დანარჩენი უკვე ჩავიზე და გუნდზეა, იმენა ვალდებული არიან მოიგონ და ნავსიც გატეხონ + ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგან
    ფანი [?]
    #3 26 ოქტომბერი 2022 20:27
    3
    ყველაზე ცუდი სცენარი იქნება ის რომ ამათმა სასწაული ჩაიდინონ ინტერს ქულები დააკარგვინონ და მერე ჩვენ ვერ მოვუგოთ ბაიერნს, მაგის ნახვას ისევ ის მირჩევნია ბარემ მოუგონ და 99%-ით ეგრეც იქნება.
    Culé [?]
    #2 26 ოქტომბერი 2022 20:25
    3
    თქვენ კი მოუგებთ ინტერს , ჩვენ თუ მოვუგებთ ბაიერნს ეგაა საკითხავი
    ფანი [?]
    #1 26 ოქტომბერი 2022 20:13
    3
    ნიჩიაც გვეყოფა ლომებო