ბაიერნის განაცხადი ბარსელონასთან თამაშისთვის

ბაიერნის განაცხადი ბარსელონასთან თამაშისთვის

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი, 23:00

ხვალ "ბარსელონასა" და "ბაიერნის" თამაშია, რომლის მნიშვნელობაც ჯერ ცნობილი არაა. თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გაირკვევა, ექნება თუ არა მას სატურნირო მნიშვნელობა.

დღეს გუნდებმა განაცხადები გამოაქვეყნეს. "ბარსელონას", როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ფეხბურთელი აკლია.

დანაკლისი აქვს "ბაიერნსაც". მიუნხენურ გუნდს არ ეყოლება ლეროი სანე. გერმანელი გარემარბი "რეკორდმაისტერისთვის" მნიშვნელოვანი ძალაა, თუმცა გუნდის შეტევას არც მის გარეშე დაეწუნება რამე.

კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ლუკას ერნანდესია. "ბაიერნისთვის" ისიც მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ უპამეკანო-დე ლიხტის წყვილზეც ვერაფერს ვიტყვით ცუდს.

ერთადერთი შეუცვლელი დანაკლისი მანუელ ნოიერის არყოფნაა. თუმცა ცოტა ხნის წინ ისიც გამოჩნდა, რომ "ბარსელონას" დამარცხება სათადარიგო მეკარითაც შესაძლებელია.

"ბაიერნის" განაცხადი ხვალინდელი თამაშისთვის: ულრაიხი, შენკი, უპამეკანო, დე ლიხტი, პავარი, კიმიხი, გნაბრი, გორეცკა, კომანი, შუპო-მოტინგი, მანე, საბიტცერი, დევისი, მიულერი, გრავენბერხი, ტელი, მაზრაუი, მუსიალა, სტანისიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ოქტომბერი 2022 16:19
    0
    "ხვალ "ბარსელონასა" და "ბაიერნის" თამაშია, რომლის მნიშვნელობაც ჯერ ცნობილი არაა. თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გაირკვევა, ექნება თუ არა მას სატურნირო მნიშვნელობა."
    ცუდადაა საქმე თუ გუნდიც ასე ფიქრობს როგორც ამ სტრიქონების ავტორი.
    წევრი [?]
    #2 25 ოქტომბერი 2022 22:41
    0
    დიდ ანგარიშს ვინ ჩივის ოგონდ მოგოთ და კიდე ზემოდან პლზენმაც უნდა გვიჯიგროს
    წევრი [?]
    #1 25 ოქტომბერი 2022 19:53
    5
    იმედია მოვიგებთ დიდი ანგარიშით და პლიუს ამას ლამაზი ფეხბურთით იქეთ კიდე მგონია პლზენი გვიჯიგრებს