სერხიო აგუერო: მხოლოდ ბარსაში თამაში მინდოდა

"ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო კატალონიურ კლუბში გადმოსვლას იხსენებს და აცხადებს, რომ მისთვის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
"ბარსელონაში" ჩემი ტრანსფერი მარტივი იყო. მე მხოლოდ "ბარსაში" თამაში მინდოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით არაფერს ვითხოვდი, მხოლოდ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებისთვის რომ მყოფნოდა.
- განაცხადა სერხიომ El Chiringuito-სთან საუბრისას.
არგენტინელმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ჩანდა, თითქოს ლეო მესი "ბარსელონაში" დარჩენას მოახერხებდა.
როდესაც გაირკვა, რომ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო, ის ყოველ 3-4 დღეში ერთხელ მთხოვდა, რომ მასთან ერთად ამ მაისურში ფოტო გადამეღო.
სერხიო აგუერო "ბარსელონაში" 2021 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" უფასოდ გადმოვიდა. გულის პრობლემების გამო მან კარიერა იმავე წელს დაასრულა, "ბლაუგრანაში" კი ერთადერთი გოლის გატანა მოასწრო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]