იჯარით წასული ფეხბურთელები - ვინ რამდენს და როგორ თამაშობს

იჯარით წასული ფეხბურთელები - ვინ რამდენს და როგორ თამაშობს

ევროპულ ჩემპიონატებში უკვე 10ტურზე მეტი მიილია და დროა, გადავხედოთ, თუ როგორ თამაშობენ "ბარსელონადან" სხვა გუნდებში იჯარით წასული ფეხბურთელები.

"ბარსას" სულ 7 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული, აქედან ფრანსიშკუ ტრინკაუს შემთხვევაში გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს მას ლისაბონის "სპორტინგი" გამოისყიდის. ამის გამო პორტუგალიელ შემტევს არ შევეხებით.

ნიკო გონსალესი

"ბარსელონაში" ახალგაზრდა ესპანელი საყრდენი ნახევარმცველისთვის მიცემული სათამაშო დროით უკმაყოფილონი არიან. 20 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა 11-დან 10 შეხვედრაში მიიღო, მაგრამ ის ერთ მატჩში საშუალოდ მხოლოდ 41 წუთს თამაშობს.

ნიკოს ანგარიშზე 1 გოლი, 1 ავტოგოლი და 1 აკიდებული თერთმეტმეტრიანია.

სერჟინიო დესტი

"მილანში განათხოვრებულმა დესტმა მონაწილეობა 7 მატჩში მიიღო, სასტარტოში კი მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ჩვენთვის დესტის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მისი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ძალიან სუსტი თამაში იყო.

კლემან ლანგლე

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, 7 თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა, 2 ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე კი ის 8-ჯერ ვიხილეთ, აქედან 7-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

ლანგლეს ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.

აბდე ეზალზული

20 წლის მაროკოელი შემტევი "ოსასუნაში" თამაშობს. ის მოედანზე 8-ჯერ ვიხილეთ, აქედან 4-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

აბდეს აქტივში 2 შედეგიანი გადაცემაა.

ალექს კოლიადო

კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი ალექს კოლიადო "ელჩეში" გამოდის. ის 5-ჯერ სათადარიგო იყო, 6-ჯერ კი სასტარტოში ვიხილეთ.

23 წლის ფეხბურთელმა გოლი სადებიუტო შეხვედრაშივე გაიტანა, თუმცა მას შემდეგ თავი აღარ გამოუჩენია.

სამუელ უმტიტი

ყველაზე გვიან საქმეში "ლეჩეში" განათხოვრებული ფრანგი მცველი ჩაერთო. უმტიტიმ პირველი 6 მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაჰყო, შემდეგ ზედიზედ 2-ჯერ ძირითადში ვიხილეთ, გუშინ კი ისევ სათადარიგო იყო.

იმ ორ მატჩში, რომელიც ჩაატარა, სამუელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 24 ოქტომბერი 2022 16:14
    2
    ამათგან ყველაზე მეტად აბდე მეიმედება, თუ მოუმატა მარჯვნივ მშვენიერი ვარიანტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ოქტომბერი 2022 15:41
    1
    უმტიტი, ლანგლე, დესტი ბუნდოვნად მახსოვს მეგონა მაგათ უკვე დაამთავრეს თქო კარიერა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ოქტომბერი 2022 14:38
    2
    უმთითი და ლენგლე წარსულია, კოლადოც უკვე სხვაგანაა...
    აქედან ერთადერთი საინტერესო ნიკო გონსალესია და 20 წლის ფეხბუღტელი 11 მატჩიდან თუ 10 ჩაატარებს, სადებიუტო სეზონში, გუნდში, სადაც იციან, რომ უკან უნდა დააბრუნნ სეზონის ბოლოს, ეს ცოტა არაა, გასაგებია, რომ საშუალოდ მატჩში 1 ტაიმს თამაშობს, მაგრამ მაინც