ბარსელონა-ბილბაო - სავარაუდო შემადგენლობები

- თამაშის დრო: კვირა, 23 ოქტომბერი, 23:00
დღეს "ბარსას" მორიგი რთული და მნიშვნელოვანი თამაში ელის, ჩავის კი გადატვირთული კალენდრის გამო შემადგენლობის როტაცია კიდევ ერთხელ მოუწევს.
ოთხივე წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა თანხმდება, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ექტორ ბელერინს ვიხილავთ, ხოლო ცენტრში კუნდესა და გარსიას წყვილს. სამი გამოცემა მარცხნივ ბალდეს ვარაუდობს, ხოლო ერთი ალონსოს.
ოთხივე გამოცემის ვარაუდით საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაბრუნდება ბუსკეტსი, თუმცა სასტარტოში დარჩება დე იონგი, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად მოგვევლინება. სამი გამოცემის პროგნოზით ნიდერლანდელი პედრის დაასვენებს, ერთი კი ვარაუდობს, რომ ძირითადს მიღმა გავი დარჩება.
მოსალოდნელია სასტარტოში დემბელეს დაბრუნება. ოთხიდან ორი გამოცემის აზრით შეტევაში დემბელე-ლევანდოვსკი-ფატის ტრიოს ვიხილავთ. Marca ფატის ნაცვლად ძირითადში ფერან ტორესს მოიაზრებს, ხოლო As ტორესის ადგილს დემბელეს პოზიციაზე ხედავს.
Sport
ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Mundo Deportivo
ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
AS
ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]