ჩელსისთან გატანილი გოლი ეიფორიის პიკი იყო - თითქოს ცას შევეხე | ანდრეს ინიესტა საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობს

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა საინტერესო თემებზე საუბრობს.
ცხოვრებაზე:
როცა ვიგრძენი, რომ "ბარსასთვის" 200-300%-ით დახარჯვა არ შემეძლო, გუნდი დავტოვე. ამ კლუბისთვის მაქსიმუმზე მეტი უნდა გაიღო.
გადავწყვიტე, მენტალურ მდგომარეობაზე მესაუბრა, რადგან მიჭირდა. ვიცი, რომ საჯარო პირი ვარ, მაგრამ სიმართლე უნდა მეთქვა. არასდროს მიფიქრია, რომ ხალხი გიჟს ან სუსტს დამიძახებდა.
საბოლოოდ, ცხოვრება გასწავლის, რომ დეპრესია და მენტალური პრობლემები შენზე გავლენას ახდენს. საქმე მატერიალურ საკითხებში არაა - შეიძლება, მსოფლიოში არსებული ყველა მანქანა მე მყოლოდა და ყველაფერი მიმეღო, რაც მინდოდა, მაგრამ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება კვლავ მომიწევდა. ტვინი უნდა ავარჯიშო.
თერაპიას ჯერ კიდევ გავდივარ, რადგან სიმშვიდე მჭირდება. მენტალურ პრობლემებსა და დეპრესიაზე პროფესიონალებთან საუბარი მომწონს. საკუთარ თავს ეუბნები: "ეს მე არ ვარ. ეს ჩემი სხეულია, მაგრამ ცხოვრება და ენერგია არ გაქვს."
როცა დეპრესიას ვებრძოდი, ჩემთვის დღის ყველაზე გასართობი ნაწილი, აბების მიღება და დასაძინებლად წასვლა იყო. სიამოვნებას კარგავ ყველაფრიდან. ჩემს ცოლს ვეხუტებოდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ის უბრალოდ ბალიში იყო. არაფერს გრძნობ.
"ჩელსისთან" გატანილ გოლზე:
"ინიესტასო" დაუვიწყარი იყო - ეიფორიის პიკი. თითქოს ცას შევეხე. ჩემი მაისური თავისით გამძვრა.
პედრიზე:
პედრის "ახალი ინიესტობა" არ უწევს - ის, თავისი მახასიათებლებით, პირველი პედრი უნდა გახდეს. გონსალესი განსხვავებული ფეხბურთელია და ეს, თავისთავად, განსაკუთრებულს ხდის.
პედრი დიდებულია, რადგან ბურთთან ერთად ძალიან მშვიდად გამოიყურება, ბუნებრივად თამაშობს და ზედმეტს არ ფიქრობს. მას ყველაფერი აქვს, რომ "ბარსაში" საკუთარი ერა შექმნას. პედრი მიწაზე მყარად იდგება და მუშაობას გააგრძელებს.
"ბარსელონას" ამჟამინდელ მდგომარეობაზე:
ჩავიზე:
"ბარსაში" დაბრუნების პერსპექტივაზე:
ინდივიდუალურ ჯილდოებზე:
მესიზე:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]