ჩავი ერნანდესი ბილბაოსთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ბილბაოსთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: კვირა, 23 ოქტომბერი, 23:00

ჩავი ერნანდესმა ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ცვლილებებს აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან გუნდში დაღლილობა და დისკომფორტია. გვინდა, გუნდი 100%-ით მომზადებული იყოს.
ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
დე იონგი დაცვაში ძალიან კარგია, მაგრამ ის შეტევაში კიდევ უფრო უკეთესია. მან პროგრესი უნდა განაგრძოს, ფრენკის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
გავის მოგებულ ჯილდოს ვულოცავ. ის ამას იმსახურებს. გავი არაჩვეულებრივია. ის ყველაფერს ხედავს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და საოცრად თამაშობს.
დემბელესთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. ის უნიკალურია. უსმანს პირისპირ თამაშისას განსხვავების შექმნა შეუძლია. მას ვეუბნები, რომ 1-1-ზე აქტიურად ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბურთი დაკარგოს. დემბელე გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.
ერნესტო ვალვერდე შესანიშნავი მწვრთნელი და დიდებული ადამიანია. მან "ბარსელონაში" ძალიან კარგად იმუშავა. ჩემთვის ის ბრწყინვალე იყო.
ფატი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ტორეს სიტუაციით ბედნიერი არ ვარ. მინდა, რომ მან მეტი ითამაშოს. პაბლო ძალიან კარგია და გასულ შეხვედრაში მისი შემოყვანა მინდოდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას გეგმები შევცვალე. ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ის მშვენივრად მუშაობს და მისი დრო აუცილებლად მოვა.
გავისა და პედრის მინდორზე იგივე როლი აქვთ, რაც მე და ინიესტას გვქონდა, მაგრამ შედარებები არ უნდა ვაკეთოთ. მათ დიდი აწმყო და მომავალი აქვთ. 
აქ მუდმივად დაძაბულობაა, რადგან ეს "ბარსაა", სადაც აუცილებლად უნდა მოიგო. გასულ შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ მორიგი მატჩი გველის, რომელიც რთული იქნება.
პიკე კარგად მუშაობს და გუნდზეა ფოკუსირებული. ის გუნდის დასახმარებლად მზადაა.
მარკოს ალონსოს ბევრი კარგი თვისება აქვს. ის იგებს დუელებს, სწრაფია, ბურთის ამოტანა კარგად შეუძლია. ალონსო ცაციაა, რასაც დიდი მნიშვენლობა ენიჭება.
ფერან ტორესი თავდაჯერებულობას იკრებს, ეს აშკარაა. შემტევებისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია. მან ბოლო ორ შეხვედრაში კარგად ითამაშა. ფერანი მუშაობას არ წყვეტს. მის ძალისხმევას ძალიან ვაფასებთ. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, გააქვს თუ არა გოლი.
კესიე? კონკურენცია მაღალია, მაგრამ ის პროფესიონალია, კარგად ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, სათამაშო დროს დაიმსახურებს.
გუნდში მნიშვნელოვანი ან სკამის ფეხბურთელები არ არსებობენ, აქ მხოლოდ "ბარსელონას" ფეხბურთელები არიან.
ჯარიმების შესრულება აუცილებლად უნდა დავხვეწოთ.
პედრის დასვენება? ვცდილობ, ყველა მოთამაშე დავასვენო, მაგრამ ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გუნდის დონე? ჩვენ დიდებული თამაშები ჩავატარეთ. თუ გუნდს შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ის ძალიან კარგი იყო და მუდმივად ვიბრძოდით. სასურველ ფორმას ვუახლოვდებით. სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ მას უნდა მივუახლოვდეთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 23 ოქტომბერი 2022 16:46
    0
    ციტატა: Andria
    ჩავიც ხედავს მინუსებს ხოარ გამოვა და პრესკონფერეციაზე ხოარ იტყვის სულელი *ლეა ალონსოო

    ჯანდაბას ალონსო დემბელეზე მაინც თქვას ზრდილობიანად დებილიაო.
    გულშემატკივარი [?]
    #10 22 ოქტომბერი 2022 21:14
    0
    მარტო ჯარიმები კი არა სტანდარტულებია მთლიანად დასახვეწი. რამდენ კუთხურს ვაწვდით და ხიფათიც არ იქმნება. და ბარემ 1 2 სიყტვაც ვალვერდეზე მე იმიტო არ მომწონდა რო არა ბარსელონური სტილით თამაშობდა, მაგრამ ფაქტი ერთია თუ მესი ყავდა კამპნოუზე ყველას ანადგურებდა( ბეტისს თუ არ ჩავთვლით)
    და თან თუ ხვდებოდა რო ამის გაკეთება შეეძლო არ ჩერდებოდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე არ იყო. ჩავის რო ეგრე ექნა შარშან რეალთან კიდე 2 3 ბურთს უპრობლემოთ გაიტანდნენ
    --------------------
    •Barca forever•
    წევრი [?]
    #9 22 ოქტომბერი 2022 21:05
    0
    რატომღაც მგონია რო ამჯერად მოგვიგებს ბარსა, ნაგელსმანი არ დააყენებს ძიირითად გუნდს, ბევრს დაასვენებს და სკამის ხალხს მისცემს დროს, არადა ბარსასთან თამაში ყოველთვის პრინციპულია, არ აქვს მნიშვნელობა სატურნირო თვალსაზრისით სჭირდებათ თუ არა, იმედია ვცდები და ზედიზედ მე-6 შეხვედრასაც მოუგებს ბაიერნი. დამატებითი მოტივაცია აქვთ, იცით ბოლოს ჯგუფში როდის წააგო ბაიერნმა? 2017 წელს, მის მერე 32 შეხვედრაა არ მარცხდებიამ, 28 მოგება და 4 ფრე, სასწაული შედეგია. რათქმაუნდა ყველა დროის რეკორდია ❗️❗️❗️
    ფანი [?]
    #8 22 ოქტომბერი 2022 19:38
    3
    ჩავიც ხედავს მინუსებს ხოარ გამოვა და პრესკონფერეციაზე ხოარ იტყვის სულელი *ლეა ალონსოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 ოქტომბერი 2022 19:25
    1
    ციტატა: MSN G.O.A.T
    ალონსოზე მართლა თქვა სწრაფიაო?

    კი და დუელებს იგებსო laughing
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #6 22 ოქტომბერი 2022 18:18
    0
    პედრი და ფრენკი აუცილებლად უნდა დაასვენოოოს, გავისაც მეორე ტაიმში შემოვიყვანდი თუ შესაძლებელია. ბაიერნთან ამ ორის დაგლეჯვის გარეშე შანსი არ გვექნება, ნუ რა თქმა უნდა თუ დაცვაში შეცდომებმა შანსები არ გაგვიქრო

    ციტატა: CuleTillIDie
    ჩემი აზრით ვალვერდეს ხასიათი აკლდა. თავზე წამოაჯდნენ ფეხბურთელები, რომც ჩაესვარათ იცოდნენ რო მაინც არაფერი შეიცვლებოდა მათთვის ამით. ხელმძღვანელობამაც შეუწყო ამ ყველაფერს ხელი. თორემ უპრობლემოდ შეეძლო ლიგის დადება

    ისეთ ლიგას რა ვუთხარი, ფაქტობრივად რო არც კი გამეხარდებოდა... ერთი მესის გამო ვუყურებდი მაგ დროს და საოცარი იყო თვითონ, მარა გუნდის თამაში... თან რა ფეხბურთელები გვყავდა
    ფანი [?]
    #5 22 ოქტომბერი 2022 17:57
    1
    ალონსოზე მართლა თქვა სწრაფიაო?
    Culé [?]
    #4 22 ოქტომბერი 2022 16:25
    3
    ციტატა: Montekristo031
    ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ერთუჯრედიანი დემბელე რამ შეაყვარა ამ კაცს, ვერ ვხვდები worried

    ამოჩემებული ჰყავს ეს ერთი ფეხბურთელი, როგორც ყველა მწვრთნელს. ზაფხულში უნდა მოგვეშორებინა სამუდამოდ, მაგრამ ხავიმ კიდევ ორი წელი სისხლი უნდა გაგიშროთო.
    Culé [?]
    #3 22 ოქტომბერი 2022 16:23
    5
    ჩემი აზრით ვალვერდეს ხასიათი აკლდა. თავზე წამოაჯდნენ ფეხბურთელები, რომც ჩაესვარათ იცოდნენ რო მაინც არაფერი შეიცვლებოდა მათთვის ამით. ხელმძღვანელობამაც შეუწყო ამ ყველაფერს ხელი. თორემ უპრობლემოდ შეეძლო ლიგის დადება
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #2 22 ოქტომბერი 2022 16:11
    2
    ტერ შტეგენი
    რობერტო-კუნდე-გარსია-ბალდე
    გავი-დე იონგი-პედრი
    ტორესი-ლევანდოვსკი-ფატი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2022 15:35
    3
    ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ერთუჯრედიანი დემბელე რამ შეაყვარა ამ კაცს, ვერ ვხვდები worried