ბარსელონასა და ელჩეს შეთანხმების უცნაური პუნქტი

ბარსელონასა და ელჩეს შეთანხმების უცნაური პუნქტი

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ალექს კოლიადო მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ელჩეში" ატარებს.

ერთი შეხედვით მხარეებს შორის ჩვეულებრივი შეთანხმება არსებობს - "ელჩე" ფეხბურთელის ხელფასის ნახევარს იხდის, სეზონის ბოლოს კი ალიკანტელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.

თუმცა Sport-ის ცნობით არსებობს ერთი უცნაური პუნქტი - თუ "ბარსელონა" მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კოლიადოს გაყიდის, ტრანსფერის თანხის 20% "ელჩეს" შეხვდება. სავარაუდოდ ამ პუნქტის მიზანი ისაა, რომ "ელჩეს" კოლიადოს განვითარების მოტივაცია ჰქონდეს.

კოლიადომ "ელჩეს" მაისურით ჯერჯერობით 5 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 ოქტომბერი 2022 17:23
    0
    ციტატა: nika 54
    არ მითხრა, 0-3 აჩუქეს გუშინ რეალს და არ დაუღლიათ თავი.

    არც რეალამდე დაღლილან თორე ჯანდაბას ეგ ერთი :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ოქტომბერი 2022 15:05
    0
    ციტატა: Clever liar
    მაგარი გუნდი ყავთ ძაან ფეხბურთელის გასანვითარებლად შერჩეული, ამაშიც რო ბაჯაღლო პიტალოები არიან..

    არ მითხრა, 0-3 აჩუქეს გუშინ რეალს და არ დაუღლიათ თავი.
    Culé [?]
    #1 20 ოქტომბერი 2022 12:56
    6
    მაგარი გუნდი ყავთ ძაან ფეხბურთელის გასანვითარებლად შერჩეული, ამაშიც რო ბაჯაღლო პიტალოები არიან..