ნაგელსმანი კოპას ჯილდოზე: მუსიალასა და ბელინგემს გავიზე უკეთესი სეზონი ჰქონდათ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს, ანუ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებას გავიზე მეტად ჯამალ მუსიალა და ჯუდ ბელინგემი იმსახურებდნენ.
ჩემი აზრით, მუსიალამაც და ბელინგემმაც უკეთესი სეზონი ჩაატარეს, ვიდრე გამარჯვებულმა.
თუმცა გავი შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გამო მოხარული ვარ.
- ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.
იულიან ნაგელსმანი ის ადამიანი ნამდვილად არაა, საფეხბურთო ცოდნა დაუწუნო და მისი აზრი არად ჩააგდო. თუმცა რაიმონ კოპას ჟიურიში მინიმუმ არანაკლებ მცოდნე ხალხია: ზიდანი, მესი, რონალდუ, კაკა, რონალდინიო და "ოქროს ბურთის" სხვა ყოფილი მფლობელები.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]