ლუის რუბიალესი: ლაპორტას ვუთხარი, რომ შეცდომა დაუშვა

ლუის რუბიალესი: ლაპორტას ვუთხარი, რომ შეცდომა დაუშვა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა Cope-სთან ინტერვიუს დროს რამდენიმე ისეთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, რომელიც "ბარსელონას" უკავშირდება.

ერთ-ერთი ჟოან ლაპორტასთან სატელეფონო საუბარი იყო. წაგებული "ელ კლასიკოს" შემდეგ ჟოან ლაპორტა მსაჯების ოთახში ჩავიდა და მათგან განმარტებებს ითხოვდა, რაც დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტები მირეკავენ ხოლმე და VAR-თან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ. ლაპორტას გუშინ ვესაუბრე. მან იცის, რომ მსაჯების ოთახში ჩასვლა კარგი საქციელი არ იყო. მას ვუთხარი, რომ ამ საქციელით მან შეცდომა დაუშვა.

რუბიალესმა კომენტარი ჟერარ პიკესა და მის კომპანიაზეც გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ფედერაციას პიკეს კომპანიისთვის ქვეყნის სუპერ თასის ორგანიზებისთვის ერთი ევროც კი არ გადაუხდია:

4 მილიონი საუდის არაბეთმა გადაიხადა, არა ფედერაციამ. პიკესთვის ერთი ევროც კი არ გადაგვიხდია. ეს ამბავი სკანდალური სათაურებით გავრცელდა, თითქოს სუპერ თასი საუდის არაბეთში იმიტომ გადავიტანეთ, რომ პიკეს საკომისიო მიეღო.

რუბიალესი გუშინ გამართულ France Football-ის დაჯილდოებას არ დაესწრო. ვრცელდება ხმები, რომ მას ალექსია პუტელიასთან კონფლიქტი აქვს, რაც პრეზიდენტმა ასევე უარყო:

მსგავსი არაფერი. მას მივულოცე. მისი ტრავმის გამო ვწუხვარ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2022 13:08
    0
    ისე მეც მგონია რო ლევანდოვსკიზე უფრო არ იყო პენალტი. რო დაედო ექნებოდა საფუძველი, მაგრამ უფრო არ დასადები იყო. აი ლიგაზე რაც გვიქნეს ეგ იყო თავიდან ბოლომდე მარაზმი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2022 20:48
    0
    მოიხსენით ეგ ნიღბები.რას მაიმუნობთ.კლოუნებივით გამოიყურებით.ფუუ თქვენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2022 15:19
    0
    რუბიალესი გუშინ გამართულ France Football-ის დაჯილდოებას არ დაესწრო. ვრცელდება ხმები, რომ მას ალექსია პუტელიასთან კონფლიქტი აქვს,
    ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რა კონფლიქტი უნდა ჰქონდეს პუტელიასთან? სთხოვა და უარი მიიღო თუ რა.