ლევანდოვსკის კომენტარი მიულერის ჯილდოს მიღების შემდეგ
France Football-ის დაჯილდოებაზე გავისა და ალექსია პუტელიასის შემდეგ გასული სეზონის კუთვნილი ჯილდო რობერტ ლევანდოვსკიმაც ჩაიბარა.
საუბარი გვაქვს გერდ მიულერის ჯილდოზე, რომელიც სეზონის განმავლობაში კლუბსა და ნაკრებში ყველაზე მეტი გოლის გამტან ფეხბურთელს გადაეცემა. ლევანდოვსკის ამ ჯილდოსთან "ბარსელონას" არანაირი კავშირი არ აქვს, ის სრულად "ბაიერნის" დამსახურებაა.
ჯილდოს მიღების შემდეგ პოლონელმა ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა:
ამ ჯილდოს მოგებით ბედნიერი და ამაყი ვარ იმის გამო, თუ ვის სახელს ატარებს ის. გერდი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო და ვცდილობდი, მას მივახლოებოდი, მისი რეკორდები გამეუმჯობესებინა. მიხარია, რომ მისი რეკორდი დავამხე და ბუნდესლიგაში 41 გოლი გავიტანე.
ამ შედეგს მისი წყალობით მივაღწიე. ის ჩემი შთაგონება იყო. ასევე მადლობა ჩემ თანაგუნდელებს როგორც "ბაიერნიდან", ასევე "ბარსადან", რომლებიც გოლების გატანის გაგრძელებაში მეხმარებიან. თუ თავდაუზოგავად შრომას განვაგრძობთ, დიდ მიზნებს მივაღწევთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]