ზედიზედ მეორე ოქროს ბურთი ალექსია პუტელიასს
გავის შემდეგ თავის კატეგორიაში საუკეთესოდ ალექსია პუტელიასი დასახელდა.
"ბარსელონას" ქალთა გუნდის კაპიტანი "ოქროს ბურთის" მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. ის პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელსაც ორი "ოქროს ბურთი" აქვს, "ბარსა" კი პირველი გუნდია, რომელსაც ქალთა ფეხბურთში ორი "ოქროს ბურთი" ეკუთვნის.
შარშან "ბარსელონა" პირველი კლუბი გახდა, რომელსაც "ოქროს ბურთი" აქვს როგორც კაცებში, ასევე ქალებში. წელს კი კატალონიელებმა ეს პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარეს.
სამწუხაროდ ალექსია ზედიზედ მე-3 "ოქროს ბურთისთვის" ვერ იბრძოლებს, რადგან მას თითქმის მთელი სეზონის ტრავმის გამო გამოტოვება უწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]