ვილიარეალთან ბუსკეტსის ნაცვლად დე იონგი ითამაშებს - As

- თამაშის დრო: ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი, 23:00
ბოლო ორ მნიშვნელოვან მატჩში სერხიო ბუსკეტსის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. ჩავიმ გადაწყვიტა, რომ კაპიტანს დასვენება ჭირდება.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ბუსკეტსმა ესპანეთის ორივე შეხვედრაში ითამაშა, რის შემდეგაც არც "ბარსაში" დაუსვენია. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ კაპიტანმა ზედიზედ 3 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, "ინტერთან" და "რეალ მადრიდთან" ბოლო მატჩებში კი ის მეორე ტაიმში შეცვალეს.
გადაღლამ ბუსკეტსის სათამაშო დონეზეც იმოქმედა. გუშინდელ "ელ კლასიკოში" პირველი გოლი სწორედ მის სინდისზეა, როდესაც ტონი კროოსი წესების დარღვევითაც კი ვერ შეაჩერა.
As-ის ცნობით ჩავიმ გადაწყვიტა, რომ "ვილიარეალთან" გასამართ მატჩში სერხიო დაასვენოს და მის ნაცვლად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ფრენკი დე იონგი ათამაშოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]