ნეიმარისა და როსელის სასამართლო მოსმენები დაიწყო

ნეიმარისა და როსელის სასამართლო მოსმენები დაიწყო

დღეს ქალაქ ბარსელონას სასამართლოში ნეიმარის ტრანსფერის განხილვა დაიწყო.

საქმე ეხება 2013 წელს ბრაზილიელის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადმოსვლას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ბარსელონამ" ნეიმარში უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე ეს დოკუმენტებზე დაფიქსირდა. შედეგად ნეიმარმა ფინანსური სარგებელი ნახა, სამაგიეროდ დაზარალდა Dis ჯგუფი, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 40% ეკუთვნოდა.

სასამართლოში ნეიმარი, მისი მამა, "ბარსელონას" მაშინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ არიან დაბარებულნი. ტრანსფერის დოკუმენტებზე ბართომეუს ხელმოწერაცაა, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ ნახა მტკიცებულება, რომ ის მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ინფორმირებული იყო, ამის გამო ბართომეუს სასჯელი არ ემუქრება. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით საქმის მონაწილე სხვა პირებზე.

As-ის ცნობით ბრალდების მხარე ნეიმარისთვის 2-წლიან პატიმრობასა და 10 მილიონი ევროს ჯარიმას, ხოლო როსელისთვის 5-წლიან პატიმრობასა და ასევე 10 მილიონი ევროს ჯარიმას ითხოვს. შესაძლოა, ამდენის გადახდა მოუხდეს ნეიმარის მამასაც.

ასევე განიხილება "ბარსელონასთვის" 8.44 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრების საკითხიც.

თავისი მოთხოვნები აქვს Dis ჯგუფს და გაცილებით მკაცრი - ნეიმარს 5-წლიანი ციხე და 159 მილიონი ევროს ჯარიმა, ასევე მისი, როგორც ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია. ეს ორგანიზაცია როსელისა და ბართომეუსთვის ასევე ხუთწლიან პატიმრობას ითხოვს, ხოლო ჯარიმის სახით 195 მილიონი ევროს გადახდას.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო მოსმენები 31 ოქტომბერს დასრულდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 18 ოქტომბერი 2022 21:08
    0
    ნეიმარი იმედია გამოძვრება ამ სიტუაციიდან ძლივს ფორმაშია და ოქროს ბურთისთვის იბრძვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 ოქტომბერი 2022 14:27
    0
    ტრანსფერის დოკუმენტებზე ბართომეუს ხელმოწერაცაა, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ ნახა მტკიცებულება, რომ ის მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ინფორმირებული იყო, ამის გამო ბართომეუს სასჯელი არ ემუქრება. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით საქმის მონაწილე სხვა პირებზე
    ვისი ჩასმაც გვინდა სწორედ ისაა თურმე უდანაშაულო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ოქტომბერი 2022 00:01
    0
    აქედან ყველაზე მეტად ბართოს დატუსაღება მინდა. დააქცია გუნდი და ამაზე პასუხიც კი არავინ მოთხოვა ამ დე...
    Culé [?]
    #4 17 ოქტომბერი 2022 19:47
    0
    ჩამოახჩეთ ორივე :)))
    მწერალი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2022 15:56
    4
    რავი, რეალურად გვარდიოლას მერე შეიძლება ითქვას რო ტრენერი არ გვყოლია. ენრიკე ყველას ჯობდა ასე თუ ისე, მარა ბოლოს აურია მაგანაც. ბარსას იქეთ ლიგას ვერ იგებსო გასაგებია ეს, მარა ბარსაც მის იქეთ რო აღარაა გუნდი (ენრიკეს ბარსას გამოკლებით) ფაქტია ესეც და.
    ფანი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2022 15:42
    3
    ასევე განიხილება "ბარსელონასთვის" 8.44 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრების საკითხიც.

    ფუ ამათი კიდე ჩვენ გვაკისრებთ ჯარიმებს თქვენი დამპალი დედა ვატირე მე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2022 15:38
    5
    მანდ ჩემი წილი 1 მილიონი არ დაგავიწყდეთ 😄