მესიმდე და მესის შემდეგ - ჩავი პირველი 50 მატჩის შემდეგ კუმანსაც კი ჩამორჩება

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონას" უკვე 50 შეხვედრაში უთავკაცა და შედეგები, რბილად რომ ვთქვთ, არცთუ სახარბიელოა.
კატალონიელი სპეციალისტის ანგარიშზე 28 მოგება, 11 ფრე და 11 მარცხია. ასეთი ცუდი შედეგი ბოლო წლებში არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია.
რონალდ კუმანმა პირველი 50 თამაშიდან 33 მოიგო, ვალვერდემ 36, ლუის ენრიკემ 42, ტატა მარტინომ და პეპ გვარდიოლამ კი 37-37. ტიტო ვილანოვასა და კიკე სეტიენს 50 თამაშის ჩატარება არ დასცალდათ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მწვრთნელებიდან ჩავის მსგავსად გუნდის თავიდან შექმნა მხოლოდ პეპ გვარდიოლას მოუხდა, მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ ჩამოთვლილ ყველა მწვრთნელს ჰყავდა ლეო მესი.
ბოლო მწვრთნელი, რომელსაც პირველ 50 მატჩში მესი არ ჰაყვდა, ფრანკ რაიკარდია. მასაც ახალი გუნდის შენება უხდებოდა და მანაც, ჩავის მსგავსად, მხოლოდ 28 თამაშის მოგება მოახერხა. თუმცა მაშინ ის განსხვავება იყო, რომ კლუბს ფინანსური კრიზისი არ ჰქონდა, თანაც არასასურველი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება პრობლემას არ წარმოადგენდა.
ასე რომ, ჩავის ამ მწვრთნელებთან ჩამორჩენის საპატიო მიზეზი ნამდვილად აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]