ჟოან ლაპორტას 602 ევროთი დაჯარიმება ელის

ჟოან ლაპორტას 602 ევროთი დაჯარიმება ელის

გუშინ ცნობილი გახდა, რომ წაგებული "ელ კლასიკოს" შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მსაჯების ოთახში ჩავიდა და მათგან რამდენიმე ეპიზოდზე განმარტების მიღებას ითხოვდა.

მთავარი არბიტრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქმე რაიმე სხვა სახის ინციდენტთან არ გვქონია. ლაპორტას სთხოვეს, სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად ოთახი დაეტოვებინა და როგორც ჩანს, დატოვა, ვინაიდან მსაჯის ანგარიშში სხვა არაფერი წერია.

Sport-ის ცნობით ლაპორტას მსუბუქი სასჯელი ელის. ერთადერთი, რაც მან დაარღვია, არის ის, რომ მსაჯების ოთახში შესვლის უფლება არ ჰქონდა. მსაჯების ოთახში შესვლის უფლება აქვთ თავად არბიტრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, დელეგატებს, ფედერაციების წარმომადგენლებს, სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენლებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს... მაგრამ არა პრეზიდენტებს.

კატალონიური წყაროს ცნობით მოსალოდნელია, რომ "ბარსას" პრეზიდენტს 602 ევროთი დააჯარიმებენ, რადგან მიმდინარე სეზონში ეს მისი მხრიდან მსგავსი პირველი დარღვევაა. სწორედ ასე დაისაჯა იდენტურ სიტუაციაში "სევილიას" პრეზიდენტი ხოსე კასტრო.

ჯერჯერობით "ბარსელონას" რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 18 ოქტომბერი 2022 21:10
    0
    მაგდენს ალბათ ცხვირსახოცში იხდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ოქტომბერი 2022 14:32
    0
    მორჩა გააღატაკებენ ერთბაშად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ოქტომბერი 2022 23:47
    0
    ერთ გაძღომას მოიკლებს რესტორანში და გადაიხდის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2022 19:13
    2
    ვიცი, დამირეკა, ერთი 100 ევრო მასესხეო;
    რკინის 2 ევროიანიც წავუმატე, მაინც არ მჭირდებოდა barca-6