გავი, პუტელიასი და ლევანდოვსკი პრესტიჟული ჯილდოების მოლოდინში

დღეს France Football-ის დაჯილდოებაა, რომლის დროსაც გასული წლის საუკეთესო რამდენიმე ნომინაციაში დასახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" წინა სეზონი აშკარად ჩააგდო, მაინც მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტ ჯილდოს სწორედ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები მიიღებენ.
Marca-ს ცნობით რაიმონ კოპას ჯილდო, ანუ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გავის გადაეცემა. ეს ჯილდო აქამდე 3-ჯერ გათამაშებულა. პირველად მბაპემ მოიგო, შემდეგ დე ლიხტმა, შარშან კი პედრიმ. თუ Marca-ს ინფორმაცია გამართლდება, "ბარსელონა" პირველი გუნდი გახდება, რომლის მოთამაშეებსაც ეს ჯილდო ორჯერ ექნებათ მოგებული.
მსგავსი სიტუაციაა ქალების "ოქროს ბურთზეც". აქამდე ეს ჯილდო 3-ჯერ გათამაშდა და ერთხელ "ბარსას" კაპიტანმა, ალექსია პუტელიასმა მოიგო. ის დღესაც ფავორიტია და თუ კვლავ მოიგო, "ბლაუგრანა" პირველი გუნდი გახდება, რომელსაც ქალების 2 "ოქროს ბურთი" ექნება.
გერდ მიულერის სახელობის ჯილდო გადაეცემა რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც გასულ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. თუმცა პოლონელის ამ წარმატებაში "ბარსას" როლი ნულოვანია.
მოსალოდნელია, რომ "რეალ მადრიდი" დაესაკუთრება საუკეთესო მეკარისა და მთავარი პრიზს, კაცების "ოქროს ბურთს". ასევე სავარაუდოა, რომ "ბლანკოსი" დასახელდება გასული სეზონის საუკეთესო კლუბად.
დაჯილდოება 22:30 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი L'Equipe-ს საიტზე იქნება შესაძლებელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]