ოფიციალურად: მარტინ სუბიმენდიმ სოსიედადთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მომდევნო ზაფხულისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მონათლულმა მარტინ სუბიმენდიმ "რეალ სოსიედადთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბასკურმა კლუბმა ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
აქამდე სუბიმენდის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იყო. ოფიციალურ განცხადებაში ამ საკითხზე ნათქვამი არაფერია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით გამოსასყიდი თანხა ახლა 90 მილიონი ევროა.
დიდი ალბათობით "ბარსელონამ" იცოდა, რომ სუბიმენდი "რეალ სოსიედადთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდა და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე "ბარსას" პრიორიტეტი ახლა "ბენფიკას" 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ენსო ფერნანდესია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]