ბარსელონამ მესის დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო - ჟერარ რომერო

ბარსელონამ მესის დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო - ჟერარ რომერო

ბოლო დროს "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე აქტიურად იწერება. ახლახან ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბლაუგრანა" ამ საკითხზე მუშაობას შეუდგა.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსამ" მესის 2023 წელს დასაბრუნებლად მომზადება და ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ასპექტების შესწავლა უკვე დაიწყო.

Relevo-ს ინფორმაციით, ჩავი მესის გაწვრთნის შესაძლებლობით მოხიბლული იქნებოდა. მას უკვე მომზადებული აქვს ტაქტიკური გეგმა, თუ როგორ უნდა მოერგოს ლეგენდარული არგენტინელი გუნდს.

იგივე წყარო იმასაც იტყობინება, რომ "ბარსელონასა" და მესის შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. ამის მიზეზი ისაა, რომ ლეო კატალონიური კლუბით კვლავ ძალიან იმედგაცრუებულია. ამას ემატება ისიც, რომ არგენტინელი სრულად მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

გუშინ "ბარსელონას" ვიცეპრეზიდენტმა მესის დაბრუნებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. დღეის მდგომარეობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" დაბრუნება გამორიცხული არაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 ოქტომბერი 2022 18:46
    0
    მესის მოყვანა მაგათ ძეგლის დადგმა ხო არ გონიათ? ისე კი გუნდი ათამაშდება რა იცი იქნება მესიც მოლბეს ცოტა. ოღონდ 10 ნომრიანი მაისური დაუბრუნონ ტყუილად რო ცდება.
    [?]
    #5 8 ოქტომბერი 2022 11:46
    1
    მას უკვე მომზადებული აქვს ტაქტიკური გეგმა, თუ როგორ უნდა მოერგოს ლეგენდარული არგენტინელი გუნდს. - რა გეგმა უნდა, ხო არ ღადაობთ? რა მორგება რა ადაპტაცია 😁 10 კაცით რო ვერთ ხოლმე როცა მესამე შემტევი რაფინიაა ტორესი ან ფატი, ამოვარდება და ჩაჯდება მესი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 ოქტომბერი 2022 22:33
    1
    რაო ბიჯო ხავი იქნება მოხიბლულიო ვაი თქვენი ფანტაზიორი დედები. ერთი ალვეშის მოსვლა გაუხარდა და მეორე მესისა გაუხარდება. პიკე ბუსკეცი ალბა რო ყავ გუნდში ხო სიხარულით არ იცის რა ქნას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ოქტომბერი 2022 20:47
    4
    ეს კაცი გვჭირდება, ახლა ჯერ მსოფლიო უნდა ჩაატაროს და აუცილებლად დაბრუნდება
    ფანი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2022 20:15
    2
    "ჩავი მესის გაწვრთნის შესაძლებლობით მოხიბლული იქნებოდა. მას უკვე მომზადებული აქვს ტაქტიკური გეგმა, თუ როგორ უნდა მოერგოს ლეგენდარული არგენტინელი გუნდს."

    ეს კაი მარა გუნდის შეტევა რო არასტაბილურია და მომენტებში ბურთის გორაობის მეტს რო ვერაფერს ვაკეთებთ, მაგასაც რომ მიხედო მაესტრო? გასაგებია საკადრო პრობლემები, მაგრამ მთლად გასამართლებელი საბუთიც ვერ გამოდის ბოლომდე ეგ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ოქტომბერი 2022 18:40
    6
    მოდი ლომო მოდი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid