სელტასთან განაცხადში ბარსა ატლეტიკის 19 წლის მცველს ველით

სელტასთან განაცხადში ბარსა ატლეტიკის 19 წლის მცველს ველით

  • თამაშის დრო: კვირა, 9 ოქტომბერი, 23:00

"ბარსელონაში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება და შედეგად გუნდს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს. ჩავის განკარგულებაში მხოლოდ ორი ცენტრალური მცველია - ერიკ გარსია და ჟერარ პიკე.

ცნობილია, რომ კვირას "სელტას" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის "ბარსას" ვერც არაუხო დაუბრუნდება, ვერც კუნდე და ვერც კრისტენსენი. შესაბამისად ჩავის სხვა ცენტრალური მცველის მოძიება მოუწევს.

გასაკვირი არაა, რომ "ბარსელონას" დამრიგებელმა სარეზერვო გუნდისკენ გაიხედა. "ბარსა ატლეტიკში" კი ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება მაროკოული ფესვების 19 წლის მცველი ჩადი რიადი.

Relevo-ს ცნობით რიადი ხვალ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და დიდი ალბათობით "სელტასთან" თამაშის განაცხადშიც მოხვდება. თუ "ბლაუგრანამ" დამაჯერებელი უპირატესობით წინ გასვლა მოახერხა, იქნებ კიდევ ერთი დებიუტანტიც ვიხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 7 ოქტომბერი 2022 17:33
    1
    ნეტა მეორე არაუხო გამოდგეს
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ოქტომბერი 2022 14:09
    0
    მე მგონი ამან გაუტანა ინტერს მეორე ბურთი, ახალგაზრდულ ლიგაზე.
    Culé [?]
    #2 7 ოქტომბერი 2022 12:03
    2
    მეტი ახლაგაზრდა მეტი. მაინც კაპიკი არაა ვეტერანაბის ფასი, არც ჩვენის და არც ახლად მოთრეულის ბარსელონაში და ამ ახლაგაზრდება მაინც გამოაჩინონ თავის პოტენციალი..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ოქტომბერი 2022 23:55
    0
    ეპიდემია დაიწყო