ლაპორტამ კამპ ნოუს წინ ლეო მესის ქანდაკების დადგმა გადაწყვიტა

"ბარსელონა" ლიონელ მესისთან ურთიერთობის გამოსწორებასა და დაბრუნებაზე სერიოზულად მუშაობს.
La Vanguardia-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ "კამპ ნოუს" წინ კლუბის ლეგენდარული კაპიტნის ქანდაკების დადგმა გადაწყვიტა.
გამოცემის თანახმად, ლაპორტა თვლის, რომ "ბლაუგრანა" მესისთან მორალურად ვალშია, რის გამოც ის არგენტინელის დაბრუნებაზე მუშაობს. წყაროს ცნობით, კლუბმა ფეხბურთელის გარემოცვას ოფიციალურად უკვე დაუკავშირდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ლეო კარიერის ბოლო წლებს ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში გაატარებს.
მესის დაბრუნებაზე საუბარი მართლაც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა თავად ლეოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. "ლა პულგა" საკუთარ მომავალზე ფიქრს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]