გვარდიოლა: ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ არსებობს
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუნდის ვარსკვლავი ახალწვეულის, ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არსებობს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით 2024 წელს ჰოლანდის კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება. ზოგი წყაროს ცნობით ეს პუნქტი მხოლოდ "რეალ მადრიდთან" მიმართებაში ამოქმედდება, ზოგის ცნობით კი "ბარსელონასთვისაც".
ეს სიმართლე არაა. გამოსასყიდი თანხა განსაზღვრული არაა არც "რეალ მადრიდისთვის" და არც სხვა რომელიმე გუნდისთვის.
- ციტირებს პეპის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]