ბარსელონა და ატლეტიკო შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბარსელონა და ატლეტიკო შეთანხმებასთან ახლოს არიან

"ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან. ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

ფრანგი ვარსკვლავი "ატლეტიკოში" იჯარით თამაშობს და სეზონის ბოლოს მადრიდელებს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება წარმოეშვებათ, თუ ფეხბურთელი თამაშების 50%-ზე მეტში 30 წუთზე მეტს ითამაშებს. გაირკვა, რომ "როხიბლანკოს" ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ სურს, რის გამოც ანტუანს თითო მატჩში 30 წუთზე ნაკლებს ათამაშებს.

შექმნილი სიტუაცია არცერთ გუნდს აწყობს, მათ შორის არც "ბარსას", რომელიც არის საფრთხის წინაშე, რომ გრიზმანის ტრანსფერის თანხა დაკარგოს და რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება, მაღალხელფასიანი ფეხბურთელი დაუბრუნდეს. ამიტომ "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებებს დათანხმდა.

Relevo-ს ცნობით კლუბები ფიქსირებულ 20 მილიონ ევროსა და 2 მილიონის ბონუსებზე თითქმის შეთანხმებულები არიან და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #10 5 ოქტომბერი 2022 17:29
    1
    Nodariko Dzadzamia,
    ჩავის აქვს ეგ სტილი, ერთი მხრიდან უტევს მხოლოდ. ისე რომ თამაშში ხან მარჯვნიდან არის შეტევა ხან მარცხნიდან ეგრე არ აქვს.
    თუ უტევენ მარცხნიდან სულ მარცხნიდან უტევენ სანამ არ შეცვლის 15-20 წუთის მერე და მერე სულ მარჯვნიდან არ დაიწყებენ შეტევებს, მერე სულ მარჯვნიდან უტევენ.
    ეგ ერთმა ფეხბურთელმაც აღნიშნა ინტერვიუში აღარ მახსოვს.
    ამ ტამაშშიც ხომ გამოჩნდა რომ დავალება ქონდათ დემბელეზე ეთამაშათ, დემბელეს ლევანდოვსკიზე და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ფეხბურთელები თავისუფლები არ არიან მინდორზე, მხოლოდ იმას აკეთებენ რაც დავალებული აქვთ. რომ ხედავენ არ გამოდის მაინც იგივეს აწვებიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 ოქტომბერი 2022 16:32
    6
    ისევ გვაჯობა სერესომ, თუმცა რაღა შორს მივდივართ ვისაც არ ეზარება ყველა თავზე გვაზის.
    წევრი [?]
    #8 5 ოქტომბერი 2022 16:05
    0
    ციტატა: Robert lewandovski
    ეს რაფინია მართლა რატოა ასეთი პასიური? შეიშინებულია როჟა, მეტოქეს ურტყამს ფეხში, ვერ ცდება, არადა დასაწყისი არ ქონდა ცუდი და. ეს დემბელე სადაც საჭიროა ვერაფერს შვრება მაინც.

    თავისპოზიციაზე არ დგას და ითამასებს ცუდად ეს იგივეა რომ რონალდო დაცვაში ათამაშო და ბრუნო კარებში
    ფანი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2022 15:56
    0
    ✅ ატლეტიკო მადრიდი ანტუან გრიზმანს გამოისყიდის, ბარსასთან შეთანხმება შედგა 🤝

    💰 სატრანსფერო თანხა: €20 მილიონი + €5 მილიონი ბონუსები

    #POSTVტრანსფერები
    Culé [?]
    #6 5 ოქტომბერი 2022 15:44
    0
    აქაც გვაჯობეს, ტფუი :დდ
    Culé [?]
    #5 5 ოქტომბერი 2022 15:16
    1
    მე პირადად მგონია გრიზმანში 20 მილიონიც კარგი თანხა არის.
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #4 5 ოქტომბერი 2022 14:52
    2
    ციტატა: Barca for life
    მე პირადად სერიოზულად მომებზრდა ჩვენნაირი დებილი გუნდის ყურება და გაპრავება.
    არ შეიძლება ასეთი კონტრაქტების დადება, არც ის რო ყველა თავზე გვაზის, გავსულელებს და მოკლედ რა.. არამხოლოდ სპორტული არამედ ბიზნესის კუთხითაც სამარცხვინოები შევიქენით მარა რეალურად ყველას კიდია ეგ ამბავი იმ გულშემატკივრების გარდა რომელთაც ადრე თუ გვიან ყელში ამოუვათ ჩაძირული გუნდის ფანობა და ვაბშე შეეშვებიან.

    შეილება შეიცვალო ყველაფერი მაგრამ საყვარელ გუნდს ვერ შეიცვლიო არ გაგიგია ეგ?!😄
    წევრი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2022 14:48
    0
    ეს რაფინია მართლა რატოა ასეთი პასიური? შეიშინებულია როჟა, მეტოქეს ურტყამს ფეხში, ვერ ცდება, არადა დასაწყისი არ ქონდა ცუდი და. ეს დემბელე სადაც საჭიროა ვერაფერს შვრება მაინც.
    ფანი [?]
    #2 5 ოქტომბერი 2022 14:37
    0
    როგორ ყოველთვის ატლეტიკო გვისრულებს 🙂
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 ოქტომბერი 2022 14:32
    4
    მე პირადად სერიოზულად მომებზრდა ჩვენნაირი დებილი გუნდის ყურება და გაპრავება.
    არ შეიძლება ასეთი კონტრაქტების დადება, არც ის რო ყველა თავზე გვაზის, გვასულელებს და მოკლედ რა.. არამხოლოდ სპორტული არამედ ბიზნესის კუთხითაც სამარცხვინოები შევიქენით მარა რეალურად ყველას კიდია ეგ ამბავი იმ გულშემატკივრების გარდა რომელთაც ადრე თუ გვიან ყელში ამოუვათ ჩაძირული გუნდის ფანობა და ვაბშე შეეშვებიან.